ამირან გამყრელიძე: გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები, ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის
ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო ორ კვირაში ქვეყანა პირველ ადგილზეა 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვით, რაც ძალიან ცუდია.
„ჩემი თხოვნაა ყველასადმი, დავიცვათ რეკომენდაციები. მესმის, რომ არ არის მარტივი, მაგრამ ახლა აუცილებელია. ვიცი, რომ სოციალურ ქსელში ბევრი მაკრიტიკებს, ბევრი შემართებისთვის მამხნევებს, მაგრამ ახლა არ არის სხვადასხვა პოზიციების დრო, რადგან რთული პერიოდია ქვეყანაში. ძალიან რთული დეკემბერი იქნება, რთული ახალი წელი მოდის ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის.
ევროპაში ბოლო ორ კვირაში კოვიდით სიკვდილიანობამ გადაასწრო კიბოს, ინსულტს, მეორე ადგილზეა გულის იშემიური დაავადების შემდეგ. 30 დეკემბერს შესრულდება ერთი წელი კოვიდის გამოჩენიდან და მილიონ 400 ათასი გარდაცვლილია უკვე, გადაასწრო მალარიის, C და B ჰეპატიტის სიკვდილიანობის სტატისტიკას. ერთი წლის განმავლობაში მოხდა ეს ყველაფერი. სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე. სექტემბრის 10-მდე მივდიოდით კარგად და ახლა ვართ ისევ პირველ ადგილზე, ოღონდ სხვა მხრივ, 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვით, რაც ძალიან ცუდია. პირდაპირ გეტყვით, ძალიან საგანგაშო რიცხვებია, რასაც ყველამ უნდა გავუწიოთ ანგარიში და ამ ორი თუ სამი კვირის განმავლობაში, 24 დეკემბრამდე გავუძლოთ ამ სირთულეებს, სხვა გამოსავალი არაა, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან გვაქვს საქმე. გთხოვთ, დავიცვათ რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს....
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...