ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა
„ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ქალაქ რუსთავში, 2020 წლის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, დღევანდელი პრეზენტაციის თემა ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკაა, რამდენადაც ეს არის ის თემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საზოგადოებას.
„ჩვენ ცოტა ხნის წინ თეზისების დონეზე წარვადგინეთ ჩვენი პარტიის „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა, რომელიც მოიცავს ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს და ყველა მიმართულებას და იქვე გავეცით დაპირება, რომ დეტალურად წარვადგენდით პროგრამას თითოეული სფეროს მიხედვით. ვიწყებთ სწორედ ამ საკითხებით, ეს არის ეკონომიკური განვითარება და ეს არის ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის განვითარება. ეს არის ის თემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს საზოგადოებას.
მნიშვნელოვანია, რომ ამ ღონისძიებას ქალაქი რუსთავი მასპინძლობს და ეს შემთხვევითი არ არის, რუსთავი არის ქალაქი, რომელიც დაფუძნდა როგორც ინდუსტრიული ქალაქი და შესაბამისად ეკონომიკური განვითარება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ამ ქალაქისთვის. მნიშვნელოვანია, რომ წარმოება კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და კიდევ უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს ამ ქალაქში და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში.
რუსთავისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ინფრასტრუქტურული განვითარებაც.
ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ეკოლოგიაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამ ქალაქისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, სოციალური პოლიტიკა, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეს არის მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა.
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გაკეთდა გასული პერიოდის განმავლობაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტი არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენთან ეკონომიკის მდგომარეობა და გაუმჯობესდეს თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში მეტი კეთილდღეობა შევიდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მეუფე იაკობი: ყველამ ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და ძლიერი სახელმწიფო უნდა შევქმნათ. ახალგაზრდობა და ჩვენ ერთად ვიქნებით იმ ნათელ მომავალში, რომელიც მოსატანია თითოეული ქართველისთვის
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, იაკობმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რომ 17 მაისის, ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნამ საქართველო გააერთიანა. „ვნახეთ, ხალხი როგორ გაერთიანდა....
სოზარ სუბარი: წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოთხი უცხოელი მინისტრის საქართველოში ვიზიტს და ანტისამთავრობო აქციებში მათ აქტიურ მონაწილეობას ეხმაურება. როგორც სუბარი აცხადებს,...
მამუკა მდინარაძე: სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო – სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა
სალომე ზურაბიშვილმა კანონი ერთადერთი ცვლილებით დააბრუნა, მან ერთი დღით იმოქმედოსო - სხვა ერთი სიტყვაც ვერ შეცვალა! ამით დისკუსიის შესაძლებლობაც დახურა...
თეა წულუკიანი: როდესაც ჩვენ ვხედავთ უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, რომლებიც ჩამოდიან ვიზიტით საქართველოში და მთავრობის საწინააღმდეგო აქციას უერთდებიან, ეს არის ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა
თეა წულუკიანმა უცხოელი დიპლომატების თბილისში მიმდინარე აქციებში ჩართულობა შეაფასა. კომენტარი ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა „იმედის კვირასთან“...
ნიკა გვარამია: წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ
წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი - შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა...
დავით მათიკაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო
სალომე ზურაბიშვილმა ქართულ კანონს დაადო რუსული ვეტო, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკას“...