მაია ცქიტიშვილი-გაორმაგებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ

Read Time:50 Second

,,2 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება   წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის განახლებაში 2021-2024 წლებში.  დაგეგმილი გვაქვს არაერთი დასახლების წყალმომარაგების უზრუნველყოფა,  2013-2020 წლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილმა სახსრებმა 1 მილიარდ 457 მილიონი ლარი შეადგინა,  ამ პერიოდის განმავლობაში 48 მუნიციპალიტეტში 750 პროექტი განხორციელდა და მხოლოდ წყლის კომპანიის საქმიანობის შედეგად ჩვენს რეგიონებში გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც აქვს დღეს უწყვეტი წყალმომარაგება“,-ამის შესახებ  რუსთავში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“   მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ  2012 წელთან შედარებით  სექტორის დაფინანსება 10 ჯერ არის გაზრდილი. ასევე გაორმაგებულია იმ ადამიანების   რაოდენობა, რომელთაც 24 საათიანი, უწყვეტი  წყალმომარაგება აქვთ.

,,ამ პროექტების განხორციელების შედეგად, რომელიც შეეხება ძალიან ბევრ   დასახლებას და ქალაქს,  ჩვენ შევძლებთ რომ 2024 წლისთვის ჩვენი მოსახლეობის 77 პროცენტს,  2 მილიონ 850 ათას ადამიანს ჰქონდეს წვდომა გამართულ წყალმომარაგებაზე. ამ მიმართულებით ბევრი გავაკეთეთ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი.  უკვე 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება საგრძნობი პროგრესი სხვადასხვა რეგიონში,  დასრულებული პროექტების შედეგად ქუთაისის, ზუგდიდის და ჭიათურის მოსახლეობას უკვე შეეძლება დაინახოს დიდი კონტრასტი, იმასთან შედარებით რაც ექნებათ და რაც ჰქონდათ მანამდე“,-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, გაუმჯობესდეს ეკონომიკის მდგომარეობა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების პირობები, თითოეულ ოჯახში შევიდეს მეტი კეთილდღეობა
Next post მაია ცქიტიშვილი – მაგისტრალების მშენებლობა მნიშვნელოვანია როგორც მგზავრობის დროის შემცირების, ისე უსაფრთხოების სტანდარტისა და ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის