ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველო რეგიონში ლიდერია – EU4Digital-ის მმართველი კომიტეტი საქართველოს წარმატებაზე საუბრობს
კომუნიკაციების კომისიამ ევროკომისიის მიერ ინიცირებული პროექტის – EU4Digital მმართველი კომიტეტის მეორე სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომა ევროკომისიის ორგანიზებით, COVID-19 პანდემიის გამო ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. პროექტი EU4Digital ევროკომისიის მხარდაჭერით იმართება და ის ციფრულ სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
EU4Digital-ის ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, როგორებიცაა -ელექტრონული კომუნიკაციები, ნდობა და თავდაცვა, ელექტრონული ვაჭრობა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება, ელექტრონული ჯანდაცვა, და ელექტრონული უნარები. პროექტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების გაერთიანება – EaPeReg და EU4Digital-ის ფარგლებში ევროკომისიის მიერ დაქირავებული კომპანიები Ernt&Young და მსოფლიო ბანკი არიან ჩართულები.
მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა, როუმინგული ტარიფების შემცირება, სიხშირული სპექტრის ჰარმონიზაცია და ფართოზოლოვანი მომსახურების განვითარება, ფართოზოლოვანი სტრატეგიისა და ინფრასტრუქტურის ციფრული რუკა – სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს თემებს მოიცავს ელექტრონული კომუნიკაციების კომპონენტი.
თემატური დისკუსიის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში 5G-ის დანერგვის ხელშეწყობისა და განვითარების მნიშვნელობაზე ჩაატარა პრეზენტაცია.
ევროკომისიის მიერ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების კომპონენტი წარმატებით ხორციელდება, რაშიც EaPeReg-ის, როგორც ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებლების ქსელის როლი განსაკუთრებულია. კომუნიკაციების კომისია, როგორც EaPeReg-ის წევრი, პროექტში მისი დაწყების დღიდან აქტიურადაა ჩართული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მის წარმატებაში. შეხვედრაზე სხვადასხვა ექსპერტების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციებით და განცხადებებით ცალსახად აღინიშნა, რომ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში რეგიონში საქართველო ლიდერობს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...