ტყიბულში ერთი სკოლის 18 მოსწავლეს და ოთხ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ტყიბულში კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან 18 არასრულწლოვანია. ისინი ერთი სკოლის მოსწავლეები არიან. ოთხი ინფიცირებული კი ამავე სკოლის პედაგოგია.
ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია გადაყვანილი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 120-მდე ადამიანი. მუნიციპალიტეტში ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგები მუშაობენ და გრძელდება კონტაქტების ძიება.
„ჩვენ ჯანდაცვის სამსახურთან, განათლების რესურსცენტრთან ერთად ვმუშაობთ კონტაქტების დადგენაზე. ჩართულია მთელი ჩვენი აქტივი. გავალთ საბოლოო კონტაქტებზე და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, დისტანცირებულზე გადავიდეს სწავლა თუ გავაგრძელოთ ჩვეულებრივ რეჟიმზე. ერთი სკოლიდან არიან, 18 მოსწავლე და ოთხი პედაგოგი. ჯერ ბოლომდე არ ვართ კონტაქტებზე გასული, 120 კონტაქტამდე გავედით უკვე. კიდევ გვაქვს დარჩენილი სამუშაო. დღეს და ხვალაც გაგრძელდება და მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტყიბულის მერმა, თემურ ჩუბინიძემ.
მისი განმარტებით, ჯერ უცნობია, ხვალიდან რა სახით განახლდება სკოლაში სასწავლო პროცესი. ჩუბინიძის თქმით, ეს დამოკიდებულია კონტაქტების საბოლოო გამოკვლევაზე.
„ჯერ თავს შევიკავებ პასუხისგან. იმ კლასებში, სადაც დადასტურდა, რა თქმა უნდა, დისტანციურზე გადავიყვანთ. დანარჩენებზე შედეგების მიხედვით განვსაზღვრავთ“, – დასძინა ტყიბულის მერმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი ნოდარ ებანოიძე გარდაიცვალა
66 წლის ასაკში ნოდარ ებანოიძე გარდაიცვალა. ნოდარ ებანოიძე 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (ხარაგაულის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან...
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...