მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობის“ პროპორციულ სიაზე: გააკეთეს კრიმინალების და ფულიანი ხალხის ერთგვარი სინთეზი
გააკეთეს კრიმინალების და ფულიანი ხალხის ერთგვარი სინთეზი, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციულ სიას. როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა „იმედის კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, ასეთი არჩევანი პარტიის სამომავლო გეგმებზე მეტყველებს.
„მსჯავრდებულიები, ბრალდებულები, ფულიანი ადამიანები და ცოტა ნორმალური, მეტყველების უნარით ვინც კი ჰყავდათ და ცოტა ერუდიციით, ისინი გადასწიეს შემდეგ პლანზე. იმიტომ რომ მათ არ უნდათ საარჩევნო შედეგებზე იფიქრონ. მათ უნდათ იფიქრონ კრიმინალურ შედეგებზე, რაღაც რევოლუციურ სცენარებზე, დესტაბილიზაციაზე. ყველაფერი ამაზე მეტყველებს. ათასი უბედურება, რაც კი შეიძლება ადამიანს მოაფიქრდეს, იკითხება იმ სიაში, რომელსაც დაიდებთ წინ და მიხვდებით: კრიმინალები, მსჯავრდებულები, ბრალდებულები, დიდი ფულის პატრონები და არა პოლიტიკოსები. ან პოლიტიკოსები, რომლებიც წარსულთა ასოცირდებიან ისე, რომ გამოუსწორებელია მათი რეიტინგი და რეპუტაცია“, – ამბობს მდინარაძე.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სია ცესკოში ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე, 1-ელ ოქტომბერს შეიტანა. სიის პირველი ნომერი ვახტანგ კიკაბიძეა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: ამერიკაში თუ დასაშვებია პოლიციის ძალის გამოყენება, თუ მანიფესტანტები არღვევენ წესრიგს, საქართველოში სხვანაირად მოქმედებს დემოკრატია?
თბილისში მიმდინარე აქციების დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან პოლიციის ქმედებების არაერთგვაროვან შეფასებაზე გააკეთა კომენტარი „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც...
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
როცა ვლაპარაკობთ დასავლურ გზასა და დასავლურ ინტეგრაციაზე, ჩვენც უნდა ვიყოთ თანასწორუფლებიანი და არა კოლონია, როგორც ეს ვიღაცას წარმოუდგენია სადღაც დასავლეთში....
ნიკა გვარამია: ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება – ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს – ისტორიის სანაგვეზეა
"ახალი ქართული საზოგადოება იშვა. ვინც ამას ვერ ხვდება - ცოდოა. ვინც ამას წინააღმდეგობას უწევს - ისტორიის სანაგვეზეა (უკვე)." - ამის...
გიორგი ვოლსკი: გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა
გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით რეალური დიალოგი არა თუ შესაძლებელია, არამედ პრემიერ-მინისტრის შეთავაზებაა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი...
რატი ბრეგაძე: ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად წყალი აღარ გაუვა, ეს არის სწორედ „ქართული ოცნების“ დამსახურება
ჩვენ მოვიგეთ აბსოლუტურად ყველა დავა რუსეთის წინააღმდეგ და თუკი ვინმეს დღეს შეუძლია თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და ამას სამართლებრივად...
პრემიერი: შარლ მიშელთან საუბრისას, გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ პარტნიორები არაერთი შეთავაზების მიუხედავად, გამჭვირვალობის კანონპროექტზე საგნობრივ დისკუსიას თავს არიდებენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტებზე ვესაუბრე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, – ამის...