მამუკა მდინარაძე: დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ თემურ შუბითიძეზე თავდასხმა პოლიტიკური შურისძიება იყო
დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტზე, თემურ შუბითიძეზე თავდასხმა პოლიტიკური შურისძიება იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ბოლო პროვოკაციებს, რომლებზეც, სამწუხაროდ, ჩვენი აქტივისტები და შტაბის წევრები წამოეგნენ, შედეგად მოჰყვა კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. სხვა ძალიან სერიოზულ ფაქტორებთან ერთად, მათ შორის ამის გამოც მოვუწოდეთ ჩვენ ყველას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციებზე აყოლისგან. გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი აზიანებს პროცესს და „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, შედეგად მოჰყვება პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ძალადობას არაფერი ამართლებს. თქვენ იცით, რომ ამას რევანშის სახით მეორე დღესვე მოჰყვა დღეს დაკავებული შუბითიძის ძმის ფიზიკური დაზიანება. მას აქვს დამტვრეული სახის თითქმის ყველა ძვალი და საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მეორე დილითვე მას დახვდა ოთხი ადამიანი და სასტიკად სცემა. დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ეს იყო მისი ძმის მიმართ პოლიტიკური შურისძიება“, – განაცხადა მდინარაძემ.
29 სექტემბერს მარნეულში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს. 30 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ შეაჯახეს, რის შემდეგაც ოთხმა პირმა მას სასტიკად სცემა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...