საყოველთაო ჯანდაცვა – ადამინებს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღების აღარ ეშინიათ – დავით სერგეენკო
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა ამ დარგში.
„საყოველთაო ჯანდაცვა დაიწყო იმ პერიოდში, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ნახევარი სარგებლობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სერვისების უზრუნველყოფით. ეს იყო მოდელი, რომელსაც ერქვა მიზნობრივი ჯანდაცვა“ – აცხადებს მაჟორიტარი დეპიტატობის კანდიდატი.
მისი განმარტებით, სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფდა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს, ასაკით პენსიონერებს, 6 წლამდე ბავშვებსა და პედაგოგებს. რაც, რასაკვირველია არ იყო საკმარისი.
„როდესაც საყოველთაო ჯანდაცვა დაიწყო, ჩვენ შევედით დასახმარებლად ადამიანების იმ რაოდენობაში, რომლებიც არანაირი სახის უზრუნველყოფით არ სარგებლობდნენ. ისინი არ იყვნენ ჩამოთვლილი კატეგორიიდან არცერთი და არ ჰქონდათ კერძო დაღზვევა. ასეთი ადამიანების რიცხვი კი, მაშინდელი მონაცემებით, მოსახლეობის 40%-ზე მეტი იყო. ჩვენ ამ ადამიანებს მხარში ამოვუდექით, იყო კითხვა, თუ რატომ ეხმარება სახელმწიფო ყველას თანაბრად. რეალურად, დახმარების პაკეტები განსხვავებულია-2013 წელს ჩვენ ომის ვეტერანები დავამატეთ, მათ ყველაზე დიდი პაკეტი აქვთ, შემდეგ მოდიან სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები და ა.შ. მოსახლეობის ნახევარზე მეტის პაკეტი შედარებით მცირე იყო. შესაბამისად, დახმარების მოცულობა თანაბარი არ ყოფილა, ის იყო საჭიროებებზე დაფუძნებული“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საყოველთაო ჯანდაცვის შეფასებისას აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა არის ისეთი სისტემა, რომელმაც ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა დაიცვას კატასტროფული ფინანსური ხარჯებისგან. ეს საჭიროებები სხვადასხვა ყველა კატეგორიისთვის.
„2013 წლის 28 თებერვალი იყო საყოველთაო ჯანდაცვის დაბადების დღე. მაშინ, საყოველთაო ჯანდაცვა მოქმედებდა მათზე, ვისაც არ ჰქონდა კერძო დაზღვევა, რადგანაც ჩვენ შემოსავლების დიფერენცირების დრო არ გვქონია. თუმცა, 2016 წელს, თუ იქამდე, მხოლოდ ერთი ინდიკატორით იყო გაყოფილი, რომ მოქმედებს, ან არ მოქმედებს ჯანდაცვა, 2016 წლიდან გაიყო უკვე 5 კატეგორიით“ – დაამატა დავით სერგეენკომ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების...