კომუნიკაციების კომისიამ EPRA-ს მედიაწიგნიერების პირველ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
როგორ ვითარდება მედიაწიგნიერება, რა გამოწვევები არსებობს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების მიმართულებით, რა მნიშვნელობა აქვს ერთიანი ქსელის შექმნას და როგორია მედიაწიგნიერების განვითარების გეგმები საქართველოში – ამ თემებზე კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარეგულირებელი ორგანოების ევროპული პლატფორმის (EPRA) წევრი ორგანიზაციების ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრა.
მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, ყოველწლიური შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წელს პირველად დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, სადაც მედიაწიგნიერების მიმართულებით, ორგანიზაციებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და საუკეთესო პრაქტიკები განიხილეს.
ნათია კუკულაძემ პარტნიორებს კომუნიკაციების კომისიის მიერ გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. ასევე, კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ერთიანი ქსელის განვითარებისთვის სხვადასხვა დაგეგმილი ღონისძიების, მათ შორის, ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმის შესახებ, სადაც მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული პროექტები იქნება განთავსებული. ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმა მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, ერთიან სივრცეში ჰქონდეს წვდომა მედიაწიგნიერების ყველა საკითხზე.
შეხვედრაში, რომელსაც მედიაწიგნიერების მიმართულებით ბრიტანელი ექსპერტი მარტინა ჩეპმენი და EPRA-ს თავმჯდომარის მოადგილე მარია დონდე უძღვებოდნენ, მოხსენებით ფლანდრიის ციფრული და მედია წიგნიერების ცენტრის კოორდინატორი ენდი დემეულენარი, შვედეთის მედიის საბჭოს მთავარი მრჩეველი მარტინა ვაგნერი, ბოსნია და ჰერცოგოვინას კომუნიკაციის მარეგულირებელი სააგენტოს მედიაწიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი ლეა ჩენგიჩი გამოვიდნენ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი პრობიოტიკებით გამდიდრებული ხაჭოს ახალი ტექნოლოგიებით დამუშავების შესაძლებლობებს იკვლევს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, მაგისტრანტი ლედი ხაჩიძე პრობიოტიკებით გამდიდრებული ხაჭოს ახალი ტექნოლოგიებით დამუშავების შესაძლებლობებს იკვლევს. ამის...
„წმინდა ელენეს ხსენების დღეს დავიბადე, მაგრამ ერთი თვე სახელი არ მერქვა“ – სოფიკო ჭიაურელი 87 წლის გახდებოდა
მსახიობებს გენიალურობას არა მხოლოდ მათი პროფესიული ნიჭი და შეუდარებლობა სძენს, არამედ პიროვნული შტრიხები და ხასიათი. სოფიკო ჭიაურელი კი, ასეთ ადამიანთა...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1923 წელს ვაკის პარკში დახვრეტილი კონსტანტინე აფხაზისა და 14 ოფიცრის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება – “წარსული უკეთესი აწმყოსა და მომავლისათვის”, გაიმართა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის ადმინისტრაციისა და ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა არტილერიის გენერალ-მაიორის კონსტანტინე აფხაზის და მასთან ერთად...
დავით ქაცარავა: ჩვენ მხოლოდ რუსულ რეჟიმზე გამარჯვება გადაგვარჩენს! – ჩვენ ეს სისხლი გვაქვს, თქვენ კი ილიას მკვლელის სისხლი გილპებათ ძარღვებში!
"ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრი, დავით ქაცარავა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავების შემდეგ სპეცრაზმის მხრიდან მისი ცემის დეტალებს იხსენებს....
გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა
93 წლის ასაკში ცნობილი ექიმი, კარდიოლოგი, აკადემიკოს გულარნა ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა. გულიკო ჩაფიძემ...