პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებთან ერთად, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის გახსნას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარალამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ახალციხეში, შალვა ახალციხელის სახელობის ახლად აშენებულ საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.
საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.
მეუფემ ახალი ტაძრის კურთხევასა და საზეიმო წირვაზე დასწრებისთვის საქართველოს მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა და დალოცა ყველა მოქალაქე, ვინც ტაძრის შეჩერებული მშენებლობის დასრულებაში წვლილი შეიტანა.
შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევა და მილოცვა გადასცა.
ტაძარში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.
გიორგი გახარიას განცხადებით, ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის.
“ჩემთვის და ხელისუფლების თითოეული წარმომადგენლისთვის, ვინც დღეს აქ ვართ, უდიდესი პატივია იყოს აქ, თქვენთან და ჩვენს სამღვდელოებასთან ერთად. ახალციხეში შალვა ახალციხელის საკათედრო ტაძრის ამოქმედება რა თქმა უნდა, არის დიდი ზეიმი არა მარტო ახალციხელებისთვის, არამედ დიდი ზეიმია მთლიანად საქართველოსთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვახსენდება, რომ ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს ჯარს. ეს ის წმინდანია, რომელიც მფარველობს ჩვენს მეომრებს და რა თქმა უნდა, აქ გვახსენდება აგვისტო და გადატანილი მძიმე დღეები. მინდა თითოეულ ახალციხელს გისურვოთ მშვიდობა, წინსვლა და გისურვოთ, რომ მსგავსი ტაძრები სულ უფრო და უფრო მეტი შენდებოდეს ჩვენს ქვეყანაში”,- აღნიშნა პრემიერმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!
ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა,...
ნახეთ,რომელი დაწესებულებები არ იმუშავებს ხვალ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია...
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს
რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....