ალექსანდრე მოწერელიამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ალექსანდრე მოწერელიამ, წალენჯიხასა და აბაშაში 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გმირი ჯარისკაცების საფლავები გვირგვინით შეამკო.
“დღეს პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცებს და ასეთი, სამწუხაროდ ქვეყანაში ძალიან ბევრია. პირველ რიგში აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა, ძალიან მძიმე შედეგები დაუტოვა ჩვენს ქვეყანას, ეს არის მსხვერპლი, იძულებით გადაადგილებულთა დიდი ნაკადი, ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია და ისევ მიმდინარეობს მისი ანექსია. ასევე მიმდინარეობს ქართული ტოპონიმების უცხო ტოპონიმებით ჩანაცვლება. ეს არის ის მძიმე შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ის მავთულხლართები, რომელსაც ავლებენ ჩვენს ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ისტორიაში ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს მოქნილი და ფრთხილი პოლიტიკის წარმოებისა, თუმცა ეს იქნა იგნორირებული და მივიღეთ სწორედ ის მძიმე შედეგები, რაც არის დღეს”,- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
მისი თქმით, ხელისუფლება მიყვება პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანას აუცილებლად მოუტანს სასურველ შედეგებს.
“პირველ რიგში, უნდა გაძლიერდეს ჩვენი ეკონომიკა და არასოდეს არ შევეგუებით ოკუპაციას, არც ანექსიას. ჩვენი პოლიტიკის შედეგად აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს, საქართველოს სრულ გაერთიანებას და დავიმკვიდრებთ ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში”, – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
სამეგრელოს რეგიონიდან აგვისტოს მოვლენებს სულ 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის სამოქალაქო პირები.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს....
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...