შაბათი, მარტი 21, 2026

ნიკა მელია – ისტორიის ჩარხი უკვე წაღმა დატრიალდა

მსურს, მივულოცო ქვეყანას მოპოვებული გამარჯვება და გაცნობოთ , რომ ყველაზე მთავარი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ გველოდება. ისტორიის ჩარხი უკვე არის წაღმა დატრიალებული და ამას ვეღარავინ ვეღარასოდეს ვეღარ დაატრიალებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებათან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო გამოხმაურება ალბათ არ იქნებოდა, ასეთი მძაფრი, რომ არა ქართული ოპოზიციის ერთსულოვნება უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში.

„წარმოუდგებელი და უპრეცედენტო საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოექცა „ქართული ოცნება“, რის შედეგადაც გათავისუფლდნენ ოლიგარქის პირადი პოლიტიკური პატიმრები, მეტიც, პირადი მძევლები – გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.

არ ვიქნები მართალი, თუ არ ვიტყვი სიმართლეს ბოლომდე, ალბათ საერთაშორისო გამოხმაურება არ იქნებოდა ასეთი მკვეთრი და მძაფრი, რომ არა ის წარმოუდგენელი და გაუგონარი ერთსულოვნება რომელიც გამოიჩინა ქართულმა ოპოზიციამ უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში. სწორედაც ქართული ოპოზიციის თანმიმდევრულობამ და ერთსულოვნებამ და რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოების პროტესტმა გამოიწვია ის საერთაშორისო ექო, რომელმაც საბოლოო ჯამში ოლიგარქი აიძულა, გაეთავისუფლებინა პოლიტიკური პატიმრები. ეს მისასალმებელია და ნიშნავს, რომ საქართველო აღარ იქნება მარტო არც ერთ გადადგმულ ნაბიჯში, საერთაშორისო საზოგადოება დგას გვერდით და მხარს უჭერს ქართულ საზოგადოებას. ამას სჭირდება განვითარება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც არა თუ გაფანტა საერთაშორისო ნდობა, არამედ საერთოდ გაანულა.

„ძვირფასო ხელისუფლებავ, ძვირფასო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებო, ახლა მაინც გაითვალისწინეთ იმ განცხადებაში მოყვანილი თეზისები, რომელიც გეუბნებათ თქვენ, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე უნდა შესრულდეს და მესამე პოლიტიკური პატიმარი, რომელიც იყო შეთანხმების სუბიექტი – გიორგი რურუა, უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან დაუყოვნებლივ. ამერიკელი სენატორები, რომლებიც მაშინ, როცა თქვენ გძინავთ, მუშაობენ და გწერენ კონკრეტული სახელის და გვარის მითითებით და არა ზოგადი ტერმინით – „პოლიტპატიმრებით“. ისინი აღარ გენდობიან. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნუღარ შეხვალთ პაექრობაში, ეს ძალიან ცუდად გამოიყურება, გაათავისუფლეთ გიორგი რურუა.

ძვირფასო „ქართული ოცნების” წევრებო, ზუსტად ასე გაქცევთ ბიძინა ივანიშვილი ზურგს, როგორც გუშინ გაქციათ ზურგი, ზუსტად ასე მოგატყუებთ, როგორც გატყუებდათ ამ დღეების განმავლობაში, რომ პოლიტიკური პატიმრები არ არსებობდნენ, რომ პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარიც კი უზნეობაა, საბოლოო ჯამში, ასევე შეგაწმენდთ ხელს. ასე რომ, სანამ დროა, არასოდეს არის გვიან გადმოხვიდეთ ისტორიის სწორ მხარეს. თქვენ თავად უნდა აქციოთ ზურგი ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლებმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე საზღვაო აკადემიის სტუდენტები, რექტორი და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან და მინისტრის მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდნენ.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ირაკლი კობახიძე – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ვიმედოვნებთ, ევროპა დაიბრუნებს სუვერენიტეტს, იდენტობას, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება

საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას, რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.„ქრისტიანობა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია და წელს აღვნიშნავთ მისი სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს — გარდამტეხ მომენტს, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის სულიერი და კულტურული განვითარება. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი რწმენა აყალიბებდა ჩვენს ღირებულებებს, კულტურასა და ზნეობრივ ხედვას. რწმენა ძალისა და გზის მაჩვენებელი იყო თაობებისთვის, რაც ჩვენს ერს ეხმარებოდა გამოწვევების დაძლევაში და საკუთარი იდენტობის შენარჩუნებაში ისტორიის რთულ პერიოდებში.ქრისტიანული კულტურული საფუძველი კვლავ რჩება ჩვენი საზოგადოების იდენტობის ცენტრალურ ნაწილად. ისტორიის განმავლობაში ჩვენი წინაპრები ევროპას იმ სივრცედ აღიქვამდნენ, სადაც მათი ქრისტიანული იდენტობა იქნებოდა დაცული. შესაბამისად, საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით, ჩვენი მემკვიდრეობის, რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, რაც, თავისთავად, ურთულესი ამოცანაა.გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ევროპა დაიბრუნებს თავის სუვერენიტეტს, ქრისტიანულ იდენტობასა და ეკონომიკურ ძლიერებას მანამ, ვიდრე საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელმა სასულიერო ლიდერებმა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.პანაშვიდს დაესწრნენ: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და საქართველოში „ხსნის არმიის“ წარმომადგენელი სასულიერო პირები.ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალავენ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ მეორის ადვოკატის ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა კათოლიკოსს ილია მეორის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა სრულიად სომეხთა კათოლიკოს, გარეგინ II-ს არ მისცა უფლება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას დასწრებოდა. ამის შესახებ კათოლიკოსის ადვოკატმა, არა ზოჰრაბიანმა განაცხადა. „კიდევ ერთი უკანონობა, რომელიც აზიანებს ქვეყნის რეიტინგს. მოძმე ხალხისთვის ამ დიდი მწუხარების ჟამს მიზანშეწონილი იყო, სრულიად სომეხთა კათოლიკოსს მიეღო მონაწილეობა მომავალ საეკლესიო წირვაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელი იყო სრულიად სომეხთა კათოლიკოსისთვის რამდენიმე დღით სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს რესპუბლიკაში გამგზავრების ნებართვის მიცემა. ამასთან დაკავშირებით გამომძიებელს შუამდგომლობა წარვუდგინე. დღეს მივიღე პასუხი, რომ შუამდგომლობა უარყოფილია. ვწუხვარ, მაგრამ ეს კიდევ ერთი აშკარად უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში. მედიის ცნობით, კათოლიკოსის ადმინისტრაციამ საქართველოს საპატრიარქოსგან მიიღო მოწვევა, რომ მონაწილეობა მიეღო 22 მარტს დაგეგმილ დაკრძალვის ცერემონიასა და ლიტურგიაში. აღსანიშნავია, რომ თებერვალში გარეგინ II-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მასიატსოტნის ეპარქიის ყოფილი წინამძღვრის, გევორკ საროიანის, თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ამ საქმის ფარგლებში, მას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.

ირაკლი კობახიძე – ილია მეორის მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო

ილია მეორე მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით. სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა, მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია.„ჩემთვის დიდი პატივია ამ გამორჩეულ აუდიტორიას მივმართო და საქართველოს სახელით ვისაუბრო ფორუმზე, რომელიც ჩვენი ერების მომავლის განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.რადგან საერთო ღირებულებების განსახილველად შევიკრიბეთ, მსურს, საუბარი დავიწყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის ხსოვნის პატივისცემით, რომელიც სამი დღის წინ გარდაიცვალა. მან ქრისტიანული იდეალები ქართული ხალხისთვის მარადიულ ძალად აქცია. დღეს მთელი საქართველო ერთიანია გლოვაში.მისი უწმინდესობის გარდაცვალება, რომელიც 48 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ჩვენთვის ღრმად პირადულია, რადგან მან სიყვარულით აავსო ადამიანების გულები და თავადაც უდიდესი სიყვარული მიიღო ხალხისგან.ის მიუძღოდა საქართველოს ტრადიციებისა და ქრისტიანული ზნეობისადმი ურყევი ერთგულებით. სულიერი წინამძღოლობის მიღმა, პატრიარქი სახელმწიფოსთვის სიბრძნის შუქურადაც იქცა. მისი მსახურების განმავლობაში ეკლესია არ ყოფილა მხოლოდ რელიგიური ინსტიტუტი, ის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული იდენტობის მცველიც იყო.პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები