ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე საუბრები და ყველაფერი გააკეთოს, რათა 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს“
„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს, რათა 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს.
როგორც ბურჯანაძემ დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ხელისუფლებას აქვს საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილების დასამტკიცებლად.
„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ გონს მოეგოს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულდეს და შეწყვიტოს ნებისმიერი საუბრები საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასთან დაკავშირებით. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლებას აქვს საკმარისი ხმები იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილება გაიტანოს. ასე რომ, ამის ვინმეზე გადაბრალება ნამდვილად არ გამოვა“, – აცხადებს ბურჯანაძემ.
მისი შეფასებით, ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლებამ ორი დიდი შეცდომა დაუშვა.
„პირველი – უბრალოდ ვერ ვხსნი, რატომ წამოწია ეს თემა და რატომ გახსნა აღნიშნული დისკუსია და ცეცხლი ოპოზიციის მიმართ, რამაც გამოიწვია საპასუხო ცეცხლი პანდემიის დამთავრებამდე, მაშინ, როდესაც პრაქტიკულად ჩვენ ვიყავით სიჩუმისა და სოლიდარობის რეჟიმში. მეორე – ხელისუფლებამ თავისი უგუნურებით გახსნა პანდორას ყუთი პრაქტიკულად, როდესაც პირველად, ყოველ შემთხვევაში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, გახმოვანდა სიტყვა პოლიტიკური დევნა და პატიმრები. ეს ოფიციალურად გახმოვანდა. მიმაჩნია, რომ ადრეც იყვნენ, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში პირველად დაფიქსირდა პოლიტიკური პატიმარი საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკისთვის ეს ძალიან ცუდია და ხელისუფლებამ გონივრულად უნდა იმოქმედოს.
„ახლა, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას ძალიან სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, ძალიან სჭირდება ეკონომიკური დახმარება და ეკონომიკური ინექციები, ამ დროს პოლიტიკური პატიმრების ტერმინის დამკვიდრება ამერიკის სენატის განცხადებასა და ევროპარლამენტარების განცხადებებში, არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, ძალიან ცუდი ჩვენი ეკონომიკისთვის. ამიტომ ხელისუფლებამ სწორად და გონივრულად უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...