ილია მეორე: სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, რადგან ღმერთი თვითონ სიყვარულია
პატრიარქმა დღეს, საკვირაო ქადაგებისას სიყვარულის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, რადგან ღმერთი თვითონ სიყვარულია.
„ჩვენთან არს ღმერთი, დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი. ყოველ დღე ჩვენ ვხედავთ სასწაულებს, ყოველ დღე ღმერთი გვიჩვენებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ. მე შენდობის დღეს ვთქვი, რომ ძალიან იოლი გზა არის სასუფეველში. მე უფალო მომანაჭე განცდა ცოდვათა ჩემთათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა. ეს არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ჩვენი წინაპრები ამით ცხონდნენ, ამით შეიძინეს მადლი ღვთისა. დღეს არის მართმადიდებლობის ზეიმი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვაძლევს მადლსა, ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ გვიადვილებს სასუფეველის გზას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არც ისეთი იოლია გზა საუფევლისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აკურთხოს ერი თვისი. ძალა ღვთისა და მშვიდობა ღვთისა, ეს აუცილებელია. თქვენ გახსოვთ, სახარებაში აღდგომის შემდეგ რომ გამოეცხადებოდა მაცხოვარი მოციქულებს, ერთხელ გამოეცხადა მათ, კარები ჩაკეტილი იყო და ისე შევიდა და პირველი სიტყვები, რითაც მიმართავდა მოციქულებს-მშვიდობა თქვენთანა.
მშვიდობა ღვთისა თუ არ იქნა ოჯახში, ადამიანის გულში, ვერაფერი გამოგვივა. მშვიდობა უნდა შეიძინოთ, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობა ღვთისა. გწყალობდეთ ღმერთი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ღმერთმა სიხარული მოგცეთ. სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი“ ,- განაცხადა ილია მეორემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...