მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს

Read Time:44 Second

საქართველოს მთავრობა, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ჯამში 1.2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემურ რეგისტრაციას გეგმავს, – ამ მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიწის სისტემური რეგისტრაციის 8-თვიანი პროექტი, რომელიც ზაფხულიდან დაიწყება, თავდაპირველად რამდენიმე მთიან რეგიონში განხორციელდება. მომავალი წლის დასაწყისიდან კი პროექტი გაფართოვდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს. მომდევნო სამი წლის მანძილზე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით ათობით სოფელში იგეგმება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად უნდა დაიფაროს.

შეხვედრაზე შეფასდა ის რეფორმა, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება და ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2016 წლიდან დღემდე წარმატებით დარეგისტრებული მიწების ფართობი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 2016 წლამდე დარეგისტრირებულ ფართობზე სამჯერ მეტია.

მთავრობის წევრების შეფასებით, აღნიშნული ციფრები რეფორმის წარმატებაზე მიუთითებს და არსებობს მზაობა, გადაიდგას კიდევ უფრო სწრაფი ნაბიჯები, რათა მიწის სისტემურმა რეგისტრაციამ ასეთივე დადებითი შედეგები მოიტანოს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი 635 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 309 უკვე გამოჯანმრთელდა
Next post ილია მეორე: სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, რადგან ღმერთი თვითონ სიყვარულია