ილია მეორე კორონავირუსის პანდემიაზე: ეს არის გაფრთხილება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მრევლს გიორგობის დღესასწაული სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.
„ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოსა. ის საზეიმოდ აღინიშნებოდა ჩვენს ოჯახში იმიტომ, რომ მამაჩემს ერქვა გიორგი. ამ დღეს მას ეკლესიიდან გამოჰყავდა მათხოვრები და პირველი მაგიდა მათთვის იშლებოდა. ჩვენ ვსხდებოდით მათთან ერთად და აღვნიშნავდით გიორგობას. დიდი ზეიმი იყო. დიდი იმედი იყო. წმინდა გიორგის დღესასწაული იმედის დღესასწაულია. წმინდა გიორგიმ, როცა აწამებდნენ, წარმოთქვა სიტყვაა, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. მას ხმა მოესმა, – ნუ გეშინია გიორგი, მე შენთან ვარო. ეს მაცხოვრის სიტყვები იყო. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ გაჭირვების დროს, როცა მთელ მსოფლიოს უჭირს, ჩვენ გვესმის ხმა მაცხოვრისა; ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ. მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება. მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები და მონასტრები და ხალხი იძულებულია, წავიდეს სოფლებში და იქ დაესწროს წირვას. ჩვენ აქ თავისუფლად ვართ. დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ესაა მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს. ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და საკმეველი. ყოველდღე უნდა დააკმიოთ, ყოველდღე უნდა ასხუროთ თქვენს სახლსა და კარ-მიდამოს. ეს დიდ ძალას მოგცემთ“, – მიმართა პატრიარქმა მრევლს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს....
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...