კახა კალაძე – კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამაზე განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს
კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამაზე განცხადებას პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დახმარებების პაკეტზე დიდი ხანია, მიმდინარეობს მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოში.
„დახმარებები, რა თქმა უნდა, იქნება, ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას. ვირუსს ებრძვის არამხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო. გვაქვს ძალიან რთული ვითარება – ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია და ამ არსებულმა სიტუაციამ და საგანგებო მდგომარეობამ, იმან თუ რა ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, სერიოზული დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება, დაკარგოს სამუშაო ადგილი. სერიოზული ზიანი იქნება ეკონომიკისთვის, თუმცა ამ ვითარებაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გვერდში დავუდგეთ მოსახლეობას.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში მოხდა ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება, ეს არასწორი ინფორმაცია იყო. ვირუსს ებრძვის არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მსოფლიო. შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება მიღებული კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს განცხადებას.
რაც შეეხება ზოგადად დახმარებების პაკეტს, მომდევნო დღეების განმავლობაში პრემიერი ვრცლად ისაუბრებს იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებზეც დიდი ხანია, მიმდინარეობს მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოში, უკვე გადაწყვეტილებებიც მიღებულია რიგ საკითხებზე და მომდევნო დღეებში ეს ყველაფერი ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ქართული მიდგომები წარადგინა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, გონივრული მისადაგების პრინციპი, მორგებული სამუშაო გარემო და გრაფიკი, პროფესიული განვითარების შესაძლებლობა და უწყების შიგნით...
ლევან კბილაშვილი 33 წლის გახდებოდა-„ბეწვის ხიდზე გაიარა, არაფერი შეშლია და ერთი აუგი სათქმელიც კი არ დაუტოვა არავის…“
ლევან კბილაშვილი 2022 წლის 21 ივნისს გარდაიცვალა. ცნობილი მომღერალი მოსკოვში, ბინაში, ბენდის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის მომღერლის გარდაცვალების მიზეზი...
1 ივლისიდან საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება
1 ივლისიდან საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს შეხვდნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ევროპის 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს მამუკა ხაბარელსა და წევრებს...
სტუ-ს სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა....
ქვეყნის და 21 ადამიანის ტრაგედია, 13 ივნისის სტიქიიდან 9 წელი გავიდა
დღეს 13 ივნისია, შემზარავი ტრაგედიის დღე. 9 წელი გავიდა მას მერე, რაც მდინარე ვერე ადიდდა და სტიქიის შედეგი უმძიმესი იყო....