ფრანგმა ქალმა პოლიციას კარანტინის მიუხედავად ქმრის საყვარელთან გაშვების ნებართვა სთხოვა

Read Time:35 Second

„შეიძლება, რომ ჩემმა მეუღლემ უქმეები მის საყვარელთან გაატაროს?“, უცნობი პირი ჩემს ცხენს მოეფერა, შეიძლება თუ არა, რომ ის კორონავირუსით დაინფიცირდეს?“ – ფრანგული პოლიციისათვის დასმული ამ და სხვა აბსურდული კითხვების შესახებ Euronews-ი წერს.

ქალაქ დიჟონში ქალმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ განქორწინების შემდეგ სხვა კაცი შეუყვარდა, მაგრამ ის 25 კილომეტრში მდებარე ქალაქში ცხოვრობს. „როგორ უნდა მოვინახულოთ ერთმანეთი კარანტინის პირობებში?“ – იკითხა ქალმა.

კიდევ ერთმა ქალმა პოლიციას კარანტინის მიუხედავად ქმრის საყვარელთან გაშვების ნებართვა სთხოვა. „ის ყოველ უქმეებზე მღალატობდა, ახლა კი სახლიდან ვერ გადის“, – დაიჩივლა ქალმა.

სამართალდამცველების განცხადებით, 17 მარტიდან თვითიზოლაციისა და კარანტინის პირობებში მყოფ მოქალაქეებს უამრავი თავისუფალი დრო აქვთ და ისინი ნებისმიერი კითხვით პოლიციაში რეკავენ.

„ისინი უმიზეზოდ რეკავენ, იმიტომ რომ მოიწყინეს. ადამიანებს უბრალოდ ვინმესთან საუბარი სურთ“, – აცხადებენ პოლიციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამაზე განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს
Next post ინდოელი პოლიციელები მოქალაქეებს ხელების დაბანას ცეკვით ასწავლიან – სახალისო ვიდეო