ამირან გამყრელიძე – მარნეულში ინფიცირებული პაციენტის ყველა შესაძლო კონტაქტის კვლევა მიმდინარეობს, უკვე 90-მდე კონტაქტია მოძიებული
მარნეულში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის უშუალო წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო წყაროზე მუშაობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს იმაზე, გაზრდის თუ მარნეულის შემთხვევა ინფიცირებულთა რაოდენობას. როგორც მან აღნიშნა, ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.
„დღეს გვაქვს ახალი კორონავირუსის 54 შემთხვევა, შემთხვევები იზრდება და ამას ჩვენ ვპროგნოზირებდით და ვპროგნოზირებთ, რომ რაოდენობა გაიზრდება. მარტო მარნეული გაზრდის თუ არა, ამას ჯერჯერობით ვერ გეტყვით, რადგან ახლა მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა ამასთან დაკავშირებით. საკმაოდ ბევრი კონტაქტი გამოიკვეთა და მათი შემდგომი ლაბორატორიული კვლევის შედეგები გვეტყვის, რამდენად გაიზრდება ან არ გაიზრდება შემთხვევების რაოდენობა მარნეულის საფუძველზე. უშუალოდ წყარო ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, მიმდინარეობს რამდენიმე სავარაუდო წყაროზე მუშაობა, რადგან ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ იყო დიდი სარიტუალო სუფრა, სადაც გახლდნენ როგორც აზერბაიჯანიდან შემოსული ადამიანები, აგრეთვე ადგილობრივები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის კვლევა. ამ ეტაპზე, 90-მდე კონტაქტი არის მოძიებული.
„პაციენტის მდგომარეობა დანარჩენ პაციენტებთან შედარებით, გაცილებით მძიმეა, მრავალი ფაქტორია, რამაც ასეთი მდგომარეობა გამოიწვია, ერთი მიზეზი არ არის“ , – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ შუახნის ქალი, რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდგინდა, მარნეულიდან იყო. პაციენტი ორმხრივი პნევმონიით ოთხი დღის წინ მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...