ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ ხვალ კიდევ ხუთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

Read Time:28 Second

კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი პაციენტის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

ენდელაძის თქმით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებას სავარაუდოდ ისინი ხვალ დატოვებენ.

„დღეს საღამოს მივიღეთ პასუხები, ვირუსი აღარ განისაზღვრა, უარყოფითია. ტესტები უკვე ჩატარებულია. განმეორებითი ტესტები აღარ არის საჭირო, საჭიროა ლაბორატორიული კვლევა. სხვა ანალიზებს გადავამოწმებთ, რადიოლოგიურ კვლევას ჩავატარებთ განმეორებით, ვინაიდან მათ შორის ძალიან მძიმე იყო, ფილტვების ანთება ჰქონდა და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებაა საჭირო, რომ გადავამოწმოთ საბოლოოდ და გავწეროთ. ეს ხუთივე პაციენტი სავარაუდოდ ხვალ გაეწერება კლინიკიდან. ნაწილი ბინაზე გაეწერება დილით და ნაწილი საღამოსთვის“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – მარნეულში ინფიცირებული პაციენტის ყველა შესაძლო კონტაქტის კვლევა მიმდინარეობს, უკვე 90-მდე კონტაქტია მოძიებული
Next post საქართველოში მე-4 შიდა გადაცემა დაფიქსირდა!