ამირან გამყრელიძე – პირდაპირ გეტყვით, კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში ვითარება კონტროლირებადია
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 15:00 საათის მდგომარეობით საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.
გამყრელიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა და ის კვლავ 15-ს შეადგენს.
„სულ გვქონდა 466 შესაძლო შემთხვევა, რომელიც საჭიროებდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას. ყველა გატესტილია, ზოგი ორჯერ. აქედან, დღევანდელი მონაცემებით, დადასტურებული გვაქვს 15 შემთხვევა. ორი უკავშირდება ირანში, ერთი ესპანეთში მოგზაურობას, შვიდი იტალიაში მოგზაურობას, საიდანაც ექვსი შემთხვევა წარმოადგენს ორი ერთად ნამოგზაურები ოჯახის კლასტერს, ხუთ შემთხვევაში კი დადასტურებულია შემთხვევასთან კონტაქტი“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძე ამბობს, რომ ამჟამად ლუგარის ცენტრში კვლევისთვის 23 პირის ნიმუშია გაგზავნილი.
„აქედან 17 ინფექციური პათოლოგიის ცენტრიდან, ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, დანარჩენი სხვადასხვა სამედიცნო დაწესებულებიდან. კარანტინში ამჟამად 178 ადამიანი იმყოფება“ ,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა მედიას კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდსიტუაციის სწორი გაშუქებისთვის.
„ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ სწორი და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობამდე“ ,- განაცხადა გამყრელიძემ.
ასევე, გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს, ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებს, რომლებიც დაუღალავად, 24 საათის განმავლობაში შრომობენ, რათა ქვეყანაში ვითარება კონტროლირებადი იყოს.
„პირდაპირ გეტყვით, რომ სიტუაცია ქვეყანაში კონტროლირებადია“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინტელექტუალური საკუთრების მართვის აქტუალობის შესახებ პლენარული დისკუსია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, უნივერსიტეტების ინტელექტუალური საკუთრების მართვის აქტუალობის შესახებ, პლენარულ დისკუსიას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, დისკუსიაში...
ონთან დღეს უკვე მეოთხე მიწისძვრა მოხდა, ნახეთ, რამდენ მაგნიდუტს შეადგენდა მიწისძვრა
რაჭაში, ონთან დღეს უკვე მეოთხე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ამჯერად ონიდან სამხრეთით, სოფელი უშოლთაა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. მანამდე დროის...
მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი – ცნობილია, როდიდან იცვლება ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა
„სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს ძლიერი და ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა ჰყავს, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს...
დღის რომელ მონაკვეთში სჯობს ტკბილეულის მირთმევა – ენდოკრინოლოგის რჩევა
ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რომელი პროდუქტების მიღება არ არის სასურველი ერთდროულად: - თუ ხორციან კერძს მივირთმევთ,...
პრეზიდენტმა პრემიერის 53 კაციანი სიიდან, ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, 5 მწვრთნელი და ფედერაციის 3 წარმომადგენელი დააჯილდოვა, 19-ს კი უარი უთხრა
2024 წლის 27 მარტს პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური წარდგინება საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფეხბურთის ფედერაციის...