რატი იონათამიშვილი: თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში
რატი იონათამიშვილი: თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში „რჩება ძალიან ცოტა დრო იმისათვის, რომ ეს შეთანხმება იქნას მიღწეული, იმიტომ, რომ ტექნიკურად უკვე შემდეგ ცვლილებების განხორციელება აღარ იქნება შესაძლებელი. თუ გაერთიანებული ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც ახლა ოპოზიციას უწოდებს თავს, შეიცვლის პოზიციას, ვფიქრობ ეს იქნება უკეთესი. თუ ერთხელ მაინც მოიქცევიან ისინი არა საკუთარი თავის და ინტერესების, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესების მიხედვით. თუ არა, მე ვფიქრობ, რომ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია ნამდვილად დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. რატი იონათამიშვილის განცხადებით, ხელისუფლების პოზიცია იყო კომპრომისული და კვლავ ასეთად რჩება. მისივე თქმით, ხელისუფლების შეთავაზებაზე ევროპელი პარტნიორების მხრიდან იყო პოზიტიური შეფასებები. „ ჩვენ ვდგავართ ჩვენს აზრზე და არ ვიცვლით პოზიციას ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს იმას, რომ ჩვენს წინადადებაზე ევროპელი პარტნიორების მხრიდან იყო პოზიტიური შეფასებები და ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული იმაზე, რომ მოლაპარაკება შედგეს. იმიტომ, რომ საზოგადოების დაკვეთა დღეს არის ის, რომ ჩავატაროთ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რის პასუხისმგებლობასაც სრულად ვიღებთ ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის, ასევე ჩვენი ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორის წინაშე. ჩვენ ამ პრინციპს დავიცავთ. ეს არის ჩვენი გონივრული შეთავაზება და ეს შეთავაზება პირველ რიგში არის განპირობებული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და ვფიქრობ ეს არის სწორი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან და მინდა დაგარწმუნოთ თითოეული ამომრჩეველი, როგორი საარჩევნო სისტემითაც არ უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, ვინაიდან ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობით, რასაც ქვეყნის და ჩვენი მოქალაქის უკეთესი დღე და კეთილდღეობა ჰქვია. ჩვენ უპირატესობას მოვიპოვებთ საქმით და არა უსაქმურობით“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...