გიორგი გახარია – მე პოზიციებს ასე არ ვიცვლი

Read Time:31 Second

საინტერესო რამ ხდება ჩვენ ირგვლივ, რომ რა დროს დაპირისპირებაა, საქმე გვაქვს გასაკეთებელი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან შესაძლო დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებულ ვიდეოზე სხვადასხვაგვარი კომენტარების გამო, გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურს შორის ხომ არ არის დაპირისპირება, რაზეც გიორგი გახარიამ აღნიშნა: „ჯერ ერთი, დაპირისპირება თქვენი მოგონილია, მეორე – როგორც ვიცი ვახტანგ გომელაური დაეთანხმა ჩემს პოზიციას და მესამე – მე პოზიციებს ასე არ ვიცვლი. მაშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის შეფასება, რომელიც მე გავაკეთე იყო აბსოლუტურად სწორი, გულწრფელი. კიდევ გავიმეორო? ხომ არ აქვს აზრი?! და ეს დაპირისპირება, ყველაფერი არის მოგონილი,“ – განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები
Next post რატი იონათამიშვილი: თუ ოპოზიცია არ შეცვლის პოზიციას, დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში