რატი იონათამიშვილი: უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები

Read Time:1 Minute, 9 Second

რატი იონათამიშვილი: უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები

„გიგი უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები. საერთაშორისო დონეზე ცხადია ვერავინ მსგავს შეფასებას ვერ გააკეთებდა. ამას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს და ამბობენ ისინი, ვისთვისაც ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ვინც კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები არიან. მათი ლოგიკით გამოდის, რომ თუ ხარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მიუხედავად იმისა ხარ ხელისუფლებაში თუ ხარ ოპოზიციაში, შენ შეგიძლია აწამო ადამიანები, შეგიძლია უსმინო უკანონოდ ადამიანებს, ჩაერიო მათ პირად ცხოვრებაში“,-ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. რატი იონათამიშვილის თქმით, ცალკეული საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა ეხებოდა დაკავების დროს და მკაფიოდ აცხადებდნენ, რომ ეს არ უნდა გამხდარიყო მოლაპარაკებების შეწყვეტის და დიალოგის გაჩერების საფუძველი. „როდესაც უგულავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაშინ, რა განცხადებებიც გაკეთდა ჩვენი საერთაშორისო ცალკეული პარტნიორების მხრიდან, და თუ იყო კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ დროში და პროცედურულად ეს არც თუ ისე მისაღებ დროს განხორციელდა, ისინიც კი მიუთითებდნენ იმას, და ამას ცხადია არ მხოლოდ ჩვენი , არამედ უფრო მეტად ოპოზიციის მისამართით იმეორებდნენ, რომ ეს არ უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ შეწყდეს მოლაპარაკებების ფორმატი და გაჩერდეს დიალოგი. ისინიც კი, ყველა განცხადებაში ზუსტად ამას მიუთითებდნენ, რომ ამან არ უნდა მოახდინოს გავლენა მოლაპარაკების პროცესზე. ამიტომ, ამ ორი საქმის ერთ სიბრტყეზე დაყენება, მე ვფიქრობ, რომ ცალკეული პასუხისმგებლობაა. ერთი საკითხია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კონსენსუსზე, ვსაუბრობთ მოლაპარაკების მნიშვნელობაზე, და მეორე საკითხია, როდესაც კონკრეტულ სასამართლოზე და სამართლებრივ საქმეზე ვსაუბრობთ“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი იონათამიშვილი: უგულავას პოლიტპატიმარს უწოდებს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციები
Next post გიორგი გახარია – მე პოზიციებს ასე არ ვიცვლი