გიორგი კახიანი: მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ
გიორგი კახიანი: მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ
„სამწუხაროა, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ერთი ნაწილი გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენის პროცესში არ მონაწილეობს, არამედ მათ სრულიად არაადეკვატური გზა აირჩიეს, სულელური პერფორმანსი მოაწყვეს დღეს. სასაცილო და გაუგებარ მდგომარეობაში იყენებენ თავს, თუმცა მათგან გასაკვირი აღარაფერია მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში ქიმიური ნივთიერება დაასხეს და პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები მოიწამლნენ. ეს არის მათი სახე.
არც მიკვირს, რომ ირაკლი შოთაძეს არ დაუსვეს კითხვები ადამიანის უფლებებზე, მაგრამ როგორ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებებზე გააჟღერონ კითხვები, მაშინ როდესაც ამ კუთხით უმძიმესი შედეგების მომტანი იყო მათი საქმიანობა“, ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.
გიორგი კახიანის თქმით, გენერალური პროკურორის არჩევის ასეთი საჯარო პროცესი პარლამენტში პირველად მიმდინარეობს, სადაც ყველას ჰქონდა კითხვის დასმის საშუალება, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.
მისი თქმით, ირაკლი შოთაძეს პროკურატურაში საქმიანობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და მის სახელს არაერთი გახმაურებული, სისტემური დანაშაულის გახსნა უკავშირდება, ისევე, როგორც მის სახელთან არის დაკავშირებული მართლმსაჯულების პროცესში ადამიანის უფლებების სტანდარტის გაზრდა.
,,უკვე დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით. ცხადია, იმავე აზრზე ვრჩებით და მას ხვალ მხარდაჭერა ექნება,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გია მურღულია: გიყვარდეს – არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს
გიყვარდეს - არ ითამაშო. მხოლოდ მაშინ შეიძლება, ყველაფერს აზრი მიეცეს,- ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს. „ნაცნობი მელოდია...
დიმიტრი ხუნდაძე: ჩინეთთან ურთიერთობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის და მნიშვნელოვანი აქტორის
საქართველოს ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო გეოგრაფიულად წარმოადგენს გზაჯვარედინს...
ნიკა გვარამია: ან გააუქმეთ ეს კანონი, ან ბოლომდე აიღეთ პასუხისმგებლობა – ესაა ზურაბიშვილის ვეტოს შინაარსი და ეს სწორი, გონივრული გადაწყვეტილებაა
„ოცნება“ ვერანაირ განხილვაში ვერ შევა, ვერც საზოგადოებას ვერ ჩაითრევს ფსევდოპროცესში და ვერც ევროპელებს მოატყუებს კანონის ფსევდოგამოსწორებით,- ამის შესახებ პარტია "ახალი"-ს...
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო – დავით მათიკაშვილი
ეს არის რუსული ვეტო, უარგუმენტო, არაფრის მთქმელი, უშინაარსო, ანტიეროვნული და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის...
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...