კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები კიდევ 22 ოჯახს გადასცა
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონში მცხოვრებ 22 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
კახა კალაძის თქმით, წლობით დაუკანონებელი ქონების საკუთრებაში გადაცემის პროგრამას დედაქალაქის მერია მომავალშიც გააგრძელებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომლითაც ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. მე, როგორც ქალაქის მერს და როგორც რიგით მოქალაქეს, ძალიან მიხარია, რომ ამ ნაბიჯით, განხორციელებული პროექტებითა და პროგრამებით მუნიციპალიტეტი ბევრ ადამიანს ახარებს და აბედნიერებს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და გავაგრძელებთ. ვიცით, რომ ეს პრობლემა ბევრ ოჯახს აწუხებს. დედაქალაქის მერია გამგეობასთან ერთად მზადაა, ყველა ოჯახს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს, დაეხმაროს და ხელი მაქსიმალურად შეუწყოს“, – განაცხადა თბილისის მერმა.კახა კალაძის მერობის პერიოდში, საცხოვრებელი ფართები დაახლოებით 800-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
მერიის ცნობით, ჭიჭინაძის N10ა-ში 9 ოჯახი 90-იანი წლებიდან ცხოვრობს, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლეს ფართების დაკანონება. 15-წლიანი ლოდინის შემდეგ, საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ მუხაძის ქუჩის N15-ში მცხოვრებ 13 ოჯახს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...