“საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ინოვაციური ქვეყანა მსოფლიოში” – ბიტკოინის საგანმანათლებლო პროექტის დირექტორი
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პოსტს, რომელშიც წერია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც დანერგა ბლოკჩეინ ტექნოლოგიები საჯარო სექტორში და გამოიყენა სახელმწიფო სერვისების მიწოდებაში, გამოეხმაურა კრიპტოვალუტის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი და მეწარმე, ბიტკოინის საგანმანათლებლო პროექტის დირექტორი ჩარლზ ჰოსკინსონი.
მისი თქმით, ის უკვე ესაუბრა ბახტაძეს ბლოკჩეინთან დაკავშირებულ პროექტზე.
“მოხარული ვარ, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან მქონდა ახლახან სადილი, რათა გვესაუბრა პროექტსა და მის მომავალზე. საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ინოვაციური ქვეყანა მსოფლიოში და ისინი მომავლისკენ უფრო სწრაფად იხედებიან, ვიდრე სხვა ვინმე“, – დაწერა ჰოსკინსონმა.
საპასუხოდ, ბახტაძემ პოსტი გააზიარა და ჰოსკინსონს მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის! ისეთ ინოვატორ თანამოაზრესთან ერთად, როგორიც თქვენ ხართ, ჩვენ შევძლებთ, გარდავქმნათ საქართველო ნამდვილ ცოდნაზე დაფუძნებულ და ინოვაციურ ჰაბად“, – დაწერა ბახტაძემ.
20 იანვარს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმის პარალელურად ბახტაძემ ბლოკჩეინის ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა, სადაც ისაუბრა „საქართველოს გამოცდილებაზე, როგორც პირველი ქვეყნის, რომელმაც ბლოკჩეინი გამოიყენა საჯარო სერვისებში და განათლების საპილოტე პროგრამებში“.
მამუკა ბახტაძე შეეხო მისი პრემიერობის დროს დაწყებული განათლების რეფორმასაც, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ბიუჯეტში განათლების სექტორისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ის გათვალისწინებას, რაც დაახლოებით ბიუჯეტის ერთი მეოთხედია. სწორედ ამ კუთხით საქართველომ დაიწყო ურთიერთობა მსოფლიოში წამყვან კომპანია „IOHK“-თან, რათა ბლოკჩეინ ტექნოლოგია დანერგილიყო განათლების სექტორშიც, მაგალითად, დიპლომების გაცემისას და სხვა მიმართულებებით.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა, რწმენა, ტრადიციები – ურთიერთდაპირისპირებულად წარმოაჩინოს!
ვერავინ უნდა შეძლოს და გაბედოს, ერთი მხრივ, ჩვენი ქვეყნის მომავალი, პროგრესი, განვითარება და მეორე მხრივ, ქართული იდენტობა, ოჯახის პატივისცემა, კულტურა,...
ნახეთ,რომელი დაწესებულებები არ იმუშავებს ხვალ
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 16 მაისს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან ახალგაზრდების ჯგუფის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია...
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი...
პრაღაში ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი მიმდინარეობს
რიგით მეორე ჩეხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმი იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა გახსნეს. რატი ბრეგაძემ ხაზი გაუსვა მხარეებს შორის უკვე...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდი ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის ფრენბურთელ ვაჟთა სტუდენტურმა გუნდმა საქართველოს 2024 წლის ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ოქროს თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა....