კახა კალაძე – პირობა მაქვს დადებული, რომ ჩემი მერობის პირობებში, არცერთ პარკში და სკვერში მშენებლობა არ განხორციელდება
„ანას ბაღს”, არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩემი მერობის პირობებში, მე პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკში და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, როგორია მისი მოსაზრება „ანას ბაღთან” მცხოვრები ადგილობრივების განცხადებაზე, რომ მათი საწინააღმდეგო კონტრაქცია იგეგმება ბინათმფლობელების მხრიდან, კახა კალაძის განმარტებით, დედაქალაქის მერია არაფერ შუაშია არც აქციებთან, არ კონტრაქციებთან და არც მშენებლობებთან.
„კანონის ფარგლებში, ჯერ კიდევ წინა მერის პირობებში გაიცა სამშენებლო ნებართვა. მე დროებით გავაჩერე მშენებლობის ნებართვა. როდესაც ამირჩიეს, ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო კანონის ფარგლებში.
„ანას ბაღს”, მწვანე სივრცეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მითუმეტეს, ჩემი მერობის პირობებში, მე პირობა მაქვს დადებული, რომ არცერთ რეკრეაციულ სივრცეში, პარკში და სკვერში ვერანაირი მშენებლობა ვერ და არ განხორციელდება, ასევე, სპორტულ ობიექტებზე. ბრალდებები არის თითიდან გამოწოვილი და არ ვიცი, ვის რა ინტერესი აქვს, ეს ჩემი საქმე არ არის, თუმცა ჩვენ ვაპირებთ „ანას ბაღის” რეაბილიტაციას. ინვესტორს დავათმობინეთ დამატებითი მიწის ფართი, რომელიც „ანას ბაღის” ტერიტორიას მიემატება და ის იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სკვერი, რეკრეაციული სივრცე, რომელსაც რეაბილიტაციას ჩავუტარებთ“, – განაცხადა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...
ჩეხურ-ქართული მეორე სამართლებრივი ფორუმი დასრულდა
სამართლებრივი ფორუმის მუშაობა იუსტიციის მინისტრებმა რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა დასკვნით სიტყვაში შეაჯამეს. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩეხეთის გამოცდილების...