გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგინეს
საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, იურისტმა დავით კოდანაშვილმა საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით პირადად მიმართა.
იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა კი საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ,,საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.
დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge აიტვირთება.
კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პრემიერი: ო’ბრაიენთან გულწრფელად ვისაუბრეთ, დავადასტურეთ ჩვენი სურვილი და მზაობა, მაქსიმალურად ვიზრუნოთ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე – მთავარია, მეორე მხრიდანაც მივიღოთ სათანადო დამოკიდებულება
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, ვიზრუნოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისთვის, რაც პირადად დავუდასტურე ო'ბრაიენსაც,...
სოზარ სუბარი პრეზიდენტის ვეტოზე: თუ არ იქნება მოტივირებული შენიშვნები, ეს არ იქნება ვეტო – ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება
„დაგვისაბუთონ რა არ მოსწონთ, რა არის ამ კანონში არაევროპული - ამაზე ვერავინ გვპასუხობს“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ,...
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე...
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას – დავით მათიკაშვილი
„ეს პროცესი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მათი მეგობარი „ენჯეოების“, საზღვარგარეთიდან მათი დამხმარე და ლობისტი პირების მიერ ფაქტების ნიველირების, უგულებელყოფის, ცრუ და...
მოგვიწოდებთ, არ მიიღოთ ეს კანონი, რადგან არაფერს მოგვიტანს სასიკეთოს – ალექსანდრე მოწერელია
„დღეს კიდევ არის შანსი, რომ არ მიიღოთ ეს კანონი. მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, არ მიიღოთ ეს კანონი! კანონი, რომელიც არის...
აქციის თითოეულმა წევრმა, უნდა გაიაზროს ეს რეალობა – უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ დგას ამ კამპანიის უკან და მათთან ერთად აქციაზე – ნაცმოძრაობა, მისი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დავალებების მიმცემები – მამუკა მდინარაძე
აქციის თითოეულმა წევრმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა გაიაზრონ ეს რეალობა - უარგუმენტობა კანონის რუსულობაზე, რადგან ეს მართლაც საუკუნის აფერაა და ვინ...