უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის სხდომაზე ქართველ კოლეგას, მაკა ბოჭორიშვილს შეხვედროდა.
როგორც სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრაზე ფართო ორმხრივი დღის წესრიგი განიხილეს.
„საუბარი პირდაპირი გაგრძელება იყო ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ბოლოდროინდელი დიალოგისა. განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, სუამ-ში და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე. განვაგრძობთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

