ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში აცხადებენ, რომ ირანთან ომის პერიოდში ნეთანიაჰუ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საიდუმლო ვიზიტით გაემგზავრა და პრეზიდენტ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.
ისრაელის პრემიერის ოფისის ცნობით, აღნიშნული ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობებში გარდამტეხი ნაბიჯი გახდა.
მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-ის მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ ისრაელმა ირანთან ომის დროს საამიროებს „რკინის გუმბათის“ სისტემა და მომსახურე სამხედრო პერსონალი გაუგზავნა.
ამასთან, „უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა ომის პერიოდში, სულ მცირე, ორჯერ ეწვია საამიროებს კოორდინაციის მიზნით.

