გსურთ, იცოდეთ, ვინ არის ირანის ომში გამარჯვებული? რუსეთი, ისინი ფულს შოულობენ ნავთობის გაყიდვით, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.
ჰარისმა ირანთან ომი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ყველაფერი სისულელეა“.
„ამერიკელ ხალხს არ სურს ომი ირანში, ეს ომი არ ყოფილა ავტორიზებული კონგრესის მიერ, მაგრამ თუნდაც ყოფილიყო, არ უნდა დაწყებულიყო“, – განაცხადა ჰარისმა.
მისივე თქმით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებზე ტრამპის განცხადებები არადამაჯერებელია.
„საუბრობდა განადგურებაზე, შემდეგ თქვა, რომ ეს უკვე გააკეთა, ეს ყველაფერი უბრალოდ სისულელეა“, – აღნიშნა ჰარისმა.
აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის მთავარი გამარჯვებული რუსეთია.
„ამ ომის მთავარი გამარჯვებულია რუსეთი, ნავთობის საკითხის გამო. მან რუსეთს სანქციები მოუხსნა. იცით, რას ნიშნავს ეს? ისინი ფულს შოულობენ ნავთობის გაყიდვით, რომელიც ადრე შეზღუდული ჰქონდათ“, – აღნიშნა ჰარისმა.
მისივე თქმით, ეს გავლენას ახდენს უკრაინის მხარდაჭერაზეც.
„ჩვენ ვაგზავნით არტილერიას, საჰაერო თავდაცვას, რომელიც სხვა შემთხვევაში უკრაინას მოხმარდებოდა. შედეგები ძალიან სერიოზულია. მე არ ვაპირებ, რომ ტრამპი იდიოტად მივიჩნიო. ის საშიშია“, – აღნიშნა ჰარისმა.

