რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მიერ გერმანიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ როჯერსი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ „ძალიან შეშფოთებული არიან“ პენტაგონის გადაწყვეტილებით, რომელიც გერმანიიდან ამერიკული ჯარების ნაწილის გაყვანას ითვალისწინებს.
მათი თქმით, მსგავსი მასშტაბის ცვლილებები უნდა შეთანხმდეს როგორც კონგრესთან, ისე აშშ-ის მოკავშირეებთან.
რესპუბლიკელი სენატორები განცხადებაში მიიჩნევენ, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ თავდაცვის ხარჯების სწრაფი ზრდაც კი ვერ უზრუნველყოფს იმ შესაძლებლობებს, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალების შემცირებას ჩაანაცვლებს.
მათი შეფასებით, ევროპაში ამერიკული ჯარების შემცირება შეასუსტებს შეკავების პოლიტიკას და არასწორ სიგნალს გაუგზავნის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.
ამასთან, მათი თქმით, ელოდებიან, რომ დეპარტამენტი უახლოეს პერიოდში დეტალურად განიხილავს ამ გადაწყვეტილებას კონგრესთან და შეაფასებს მის გავლენას აშშ-ის სამხედრო სტრატეგიასა და ნატო-ს უსაფრთხოებაზე.
ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ბრძანების მიხედვით, გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება.

