პარასკევი, მაისი 1, 2026

ვან ი – აშშ-მა და ჩინეთმა უნდა დაიცვან ძნელად მოპოვებული სტაბილურობა, გააფართოონ თანამშრომლობა და მართონ უთანხმოებები

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი აცხადებს, რომ პეკინმა და ვაშინგტონმა ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში რთულად მოპოვებული სტაბილურობა უნდა შეინარჩუნონ.

მედიის ცნობით, ვან იმ ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

„ორივე მხარემ უნდა დაიცვას ძნელად მოპოვებული სტაბილურობა, კარგად მოემზადოს მნიშვნელოვანი მაღალი დონის ურთიერთქმედების დღის წესრიგისთვის, გააფართოოს თანამშრომლობა და მართოს უთანხმოებები“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვის ყველაზე დიდი რისკის  შემცველი საკითხი ტაივანია.

„ტაივანის საკითხი ჩინეთის ძირითადი ინტერესია. აშშ-მა უნდა შეასრულოს თავისი დაპირებები და სწორი არჩევანი გააკეთოს, რათა ჩინეთ-აშშ-ს თანამშრომლობისთვის ახალი სივრცე გახსნას და მსოფლიო მშვიდობისთვის სათანადო ძალისხმევა გაიღოს“, – განუცხადა ვან იმ რუბიოს.

როგორც ცნობილია ლიდერებმა ასევე ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზეც.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კაია კალასი მიიჩნევს, რომ სამხედრო აღჭურვილობის გარეშე აღლუმის ჩატარება რუსეთის რეალურ მდგომარეობას აჩვენებს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მიიჩნევს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმის სამხედრო აღჭურვილობის გარეშე ჩატარება უკრაინაში ომის დროს რუსეთის რეალურ მდგომარეობას აჩვენებს. მედიის ცნობით, ამის შესახებ კაია კალასმა  ნორდიკულ-ბალტიური რვიანის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.„მრავალი წლის შემდეგ პირველად, გამარჯვების დღის აღლუმი მოსკოვში მძიმე სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართება. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის ომის დროს რუსეთის მდგომარეობაზე“, – განაცხადა მან.კალასის თქმით, „ბრძოლის ველიდან მიღებული ზუსტი სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთი რეკორდულ რაოდენობის ჯარისკაცებს კარგავს“.ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ აღწევს თავის სამხედრო მიზნებს და ეს სულ უფრო აშკარა ხდება.ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 9 მაისის აღლუმი მოსკოვში „არსებული სიტუაციის“ გამო სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩატარდება.ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 9 მაისის სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ავიაცია და მოსკოვის წითელ მოედანს „პილოტაჟური ავიაჯგუფების“ თვითმფრინავები გადაუფრენენ, აღლუმის ბოლოს კი მოიერიშე სუ-25-ების პილოტები მოსკოვის ცაზე რუსეთის დროშის ფერებს გამოსახავენ.მოსკოვში ვიზიტს გეგმავს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

მაქანის ისტორია- ბიჭი, რომელიც მინაბზე თავდასხმას შეეწირა…7 წლის მაქანი – მინაბის “შაჯარე თაიებეს” სკოლის პირველკლასელი – ერთადერთი ბავშვია, რომლის ნაზი სხეულისგან ვერაფერი იპოვეს-წერს ირანის...

,,მაქანის ისტორია: ბიჭი, რომელიც მინაბზე თავდასხმას შეეწირა…ერთი დაჭმუჭნული ლურჯი პულოვერი და კრემისფერი სპორტული ფეხსაცმელი – სულ ესაა, რაც ბოლო 46 დღის განმავლობაში სკოლის ნანგრევებიდან ამოიტანეს. ეს ნივთები მაქან ნასირის ერთადერთი სახსოვარია. 7 წლის მაქანი – მინაბის “შაჯარე თაიებეს” სკოლის პირველკლასელი – ერთადერთი ბავშვია, რომლის ნაზი სხეულისგან ვერაფერი იპოვეს. გამოცემა “შარყის” ინფორმაციით, იმ ბავშვის მოსაგონებლად, ვისი საფლავიც ცარიელია, მინაბის ისლამაბადის უბნის მეჩეთში პატარა ყუთი დადგეს – მასში ის ნივთებია მოთავსებული, რაც მაქანისგან დარჩა. მინაბის პროკურორმა 9 აპრილს განაცხადა, რომ ერთ-ერთი დაღუპული მოსწავლის მაქან ნასირის ვინაობა დნმ- ის ტესტითაც კი ვერ დადგინდა და იგი კვლავ დაკარგულთა სიაში რჩება. საბოლოო სტატისტიკის თანახმად, მინაბის სკოლაზე თავდასხმას 156 ადამიანი ემსხვერპლა. მათგან 120 -მოსწავლეა (73 ბიჭი და 47 გოგონა), 26 – მასწავლებელი ქალი და 7 – მშობელი. დაღუპულთა შორის არიან ასევე სკოლის მძღოლი, მეზობელი აფთიაქის თანამშრომელი და 6 თვის მუცლად მყოფი ნაყოფი. მინაბის პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი მასწავლებელი, ზოჰრე შაჰრიარი, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად ექვსი თვის ორსული იყო. მაქან ნასირის დედა, 40 წლის ასიე, 38 დღის განმავლობაში არ კარგავდა იმედს, რომ საკუთარი შვილის სხეულს იპოვიდა. ბოლოს ქალის ძმამ აფეთქების ადგილიდან ასიოდე მეტრში, ხეებს შორის ნაპოვნი პატარა ბიჭის დაფლეთილი ფეხსაცმელი მოიტანა.7 წლის ბავშვის ცარიელი საფლავი 28 თებერვალს, დილის 11:16 საათზე, ასიე საოჯახო საქმეებით იყო დაკავებული, როცა ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა. პირველი კლასის მასწავლებელი, მანდანა სალარი, დედას სთხოვდა, სასწრაფოდ სკოლაში მისულიყო და მაქანი წაეყვანა – როგორც ჩანს, თავდასხმა დაწყებული იყო. ასიემ არაფერი იცოდა. მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ რამდენიმე საათით ადრე თეირანზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მაშინვე სკოლის ავტობუსის მძღოლს დაურეკა. ქალს ტელეფონი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, როდესაც საშინელი აფეთქების ხმა გაისმა — სკოლა დაიბომბა. ასიე და მისი მეუღლე, რომლებიც იმ დროს სახლში იყვნენ, მანქანაში ჩასხდნენ და ალ-მაჰდის დასახლებისკენ გაეშურნენ, სადაც სკოლა მდებარეობდა. ახლოს რომ მივიდნენ, გზა უკვე გადაკეტილი დახვდათ, ამიტომ მანქანიდან გადმოვიდნენ და სვლა ფეხით გააგრძელეს. სკოლასთან ისეთი ქაოსი და ხალხმრავლობა იყო, დედამ აღარ იცოდა, საით წასულიყო, სად ეძებნა შვილი ან ვისთვის ეკითხა — „სად არის მაქანი?“ ასიეს თქმით ნანგრევებში ბევრი ბავშვი იყო მოყოლილი და იქიდან ცოცხალი არავინ ამოუყვანიათ. მინაბელი ბავშვების სასაფლაოს ფოტოს ყველაზე მძიმე კადრია, რაც კი ბოლო ორმოციოდე დღის განმავლობაში გავრცელებულა: პატარა, ცარიელი საფლავები, რომლებშიც მინაბელი მოსწავლეების ნაწამები და დასახიჩრებული სხეულები უნდა ჩაეწვინათ. პატარა ბიჭის საფლავი დღემდე ცარიელი რჩება. დედამისი ხშირად მიდის მეჩეთსა თუ ცარიელ საფლავთან და დაღუპულ შვილს გლოვობს. შაბათ დღეს მაქანს სპარსულის, მათემატიკისა და სპორტის გაკვეთილი ჰქონდა. სპორტი ბოლო საათი იყო. დედამ არ იცოდა შვილი ეზოში ეძებნა, საკლასო ოთახში თუ სამლოცველოში. შენობა ისე იყო დანგრეული, რომ ოთახების გარჩევა შეუძლებელი გახდა. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმააცის თანახმად, ყველაზე მეტად სწორედ მაქანის კლასი დაზიანდა. სკოლას 12 რაკეტა ესროლეს. მეოთხე დღეს მაქანის სვიტერი იპოვეს. 38 დღის განმავლობაში მაქანის მშობლები რამდენჯერმე მივიდნენ მორგში ცხედრის ამოსაცნობად, თუმცა ბავშვის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. მათ დნმ- ის ტესტიც კი ჩაუტარდათ. ბავშვის ბიძა იხსნებს, რომ ოჯახი მაქანის გადარჩენის იმედს ბოლომდე არ კარგავდა, თუმცა ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ბიჭუნას დაფლეთილი ფეხსაცმელი იპოვეს. მისი თქმით, ბავშვის სულის საცხონებლად მემორიალი 2 მეჩეთში მოაწყვეს. ხომეინი შაჰრში (მამის მშობლიური ქალაქი) მაქნის სახელს ერთ-ერთ ქუჩასაც დაარქმევენ”-ამის შესახებ ირანის ელჩი ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს.

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეობის კანდიდატია

ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშეობის ნომინანტთა შორისაა – „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პროფესიონალი ფეხბურთელების ეროვნული კავშირი (UNFP) ავრცელებს.ორგანიზაციამ დაასახელა ხუთი მოთამაშე, რომლებიც ლიგა 2-ის ჯილდოსთვის იბრძოლებს. ზურიკო დავითაშვილის (სენტ-ეტიენი) გარდა, ნომინირებულები არიან: მარტინ ადელინი (ტრუა), ენცო ბარდელი (დუნკერკი), ტაუფიკ ბენტაიები (ტრუა) და ჯოვანი ვერსინი (პაუ).დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 13 გოლი გაიტაბა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა, გამარჯვებული 11 მაისს პროფკავშირის დაგეგმილ ცერემონიაზე გამოვლინდება.

ანტონიუ გუტერეში – ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შედეგები ყოველ საათში უარესდება, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა ახრჩობს გლობალურ ეკონომიკას, დიალოგის დროა

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტის დახურვა გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვნად აზიანებს.ამასთან, ანტონიუ გუტერეში მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებს.„ახლო აღმოსავლეთის კრიზისის შედეგები ყოველ საათში მკვეთრად უარესდება. ჰორმუზის სრუტის ტერიტორიაზე ნავიგაციის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა არღვევს ენერგეტიკის, ტრანსპორტის, წარმოებისა და სურსათის ბაზრებს და ახრჩობს გლობალურ ეკონომიკას. ახლა დიალოგის დროა გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც კრიზისული სიტუაციიდან გამოგვიყვანს და ზომებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობისკენ გზის გახსნა“, – აცხადებს გუტერეში. 

რობერტ ფიცო: როცა პუტინს ვხვდები ყველა მაკრიტიკებს, მაგრამ როცა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვბრუნდები, ბრიუსელის საპირფარეშოებში ყველა სათითაოდ მეკითხება, რა თქვა მან.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, როცა ის მოსკოვში ჩადის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრება, დაბრუნებისთანავე ბრიუსელის საპირფარეშოებში მას ყველა ეკითხება, თუ რა ილაპარაკა კრემლის ლიდერმა.ფიცოს თქმით, თუ ევროპელებს ასე აინტერესებთ პუტინთან საუბარი, მაშინ თავად უნდა ჩავიდნენ მოსკოვში და დაელაპარაკონ მას.„ვხვდები პუტინს და ყველა მაკრიტიკებს. ხოლო, როცა პუტინთან შეხვედრიდან ვბრუნდები, ბრიუსელის საპირფარეშოებში ყველა სათითაოდ მეკითხება, თუ რა თქვა მან. მაშ, რატომ არ ჩადიან თავად და არ ელაპარაკებიან მას?“, - განაცხადა ფიცომ.

ბოლო სიახლეები