აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკა დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის უკან, აშშ-ში დაბრუნებისთვის.
„ამას ერთობლივად გავაკეთებთ. ვითანამშრომლებთ ირანთან, მშვიდი ტემპით და დავიწყებთ გათხრებს მძიმე ტექნიკის გამოყენებით. ჩვენ დავაბრუნებთ მას უკან, აშშ-ში“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე ახსენა „ბირთვული მტვერი“ და დასძინა, რომ ის „ძალიან მალე“ იქნება ამოღებული. როგორც სააგენტო „როიტერი“ განმარტავს, ტრამპის მიერ ნახსენებ „ბირთვულ მტვერში“ იგულისხმება გასული წლის ზაფხულში აშშ-ის მიერ დაბომბილი ირანული ბირთვული ობიექტების ტერიტორიაზე არსებული ნარჩენები.
რაც შეეხება გამდიდრებულ ურანს, გავრცელებული ცნობით, ირანი ფლობს 60%-მდე გამდიდრებულ 400კგ-ზე მეტ ურანს.

