,,ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „ბრძოლის ველზე დუმილის პერიოდის“ ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის ფონზე, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაადგილების მიმართ სამხედრო რეჟიმის მსგავსი წესრიგის ხელახლა ამოქმედება.
ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ესკალაციას, არამედ ეს არის პასუხი ვალდებულებების დარღვევასა და უსაფრთხოების ბალანსის უგულებელყოფაზე. ჰორმუზის სრუტე, როგორც მსოფლიო ენერგეტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მარშრუტი, ვერ იმართება შემაკავებელი მექანიზმების გარეშე, როდესაც ვალდებულებები არათანაბრად სრულდება.
გზავნილი ნათელია: რეგიონული უსაფრთხოება არის ურთიერთდამოკიდებული და ვერ განისაზღვრება ცალმხრივად. დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობას მოჰყვება შესაბამისი პასუხი”-ამის შესახებ ირანის ელჩი სოციალურ მედიაში წერს.

