პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ აქტივისტებმა კარავი გაშალე
საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ აქტივისტებმა კარავი გაშალეს. კარავზე გიგა ბოკერას და მიხეილ სააკაშვილის ფოტოებია მიკრული.
როგორც „შევინარჩუნე სიცოცხლეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლიკა გამრეკელმა განაცხადა, ითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას და სამართლიანობის აღდგენას.
„კარვის გაშლით პირველ რიგში ვაფიქსირებთ, რომ ამ საზოგადოებაში და საქართველოში ჩვენც ვართ. არსებობს საზოგადოება, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. ვითხოვთ ნაცების გასამართლებას და სამართლიანობის აღდგენას. ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებლები, შვილმკვდარი მშობლები ამას 15 წელია ითხოვენ.15 წელია ითხოვენ, იმას, რასაც მალხაზ მაჩალიკაშვილი აპროტესტებს 2-3 წელია. ჩვენ მისი სოლიდარულებიც ვართ. ჩვენ აქ არ მოსვულვართ იმისთვის, რომ ვინმესთან დაპირისპირება გვინდა ან ძალადობა მოხდეს. ზუსტად მაგიტომ ვართ აქ, დავაფიქსიროთ, რომ ჩვენნაირი ახალგაზრდებიც არიან ამ ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობა“ და ის სექტა, რომელიც დღეს პარლამენტიდან მორალზე გველაპარაკება „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, მარტო ისინი არ არიან ამ ქვეყნად, ჩვენც ვართ და ჩვენც ვეუბნებით მათ, რომ ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე აუცილებლად წავლენ როცა დრო მოვა. ისინი პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა იყვნენ, რადგან ისინი მკვლელები და ჯალათები არიან“, – განაცხადა ლიკა გამრეკელმა.
მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, შალვა კუჭუხიძის განცხადებით, ორგანიზაციის წევრების მთავარი სათქმელი არის, რომ ხალხი, რომელიც საზოგადოების სახელით საუბრობს, მათ ამის მორალური უფლება არ აქვთ.
„საზოგადოების ნაწილი ჩვენც ვართ და მიგვაჩნია, რომ ეს ხალხი საზოგადოების სახელით არ უნდა გველაპარაკებოდეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში ამ პერიმეტრზე არ დავუშვებთ სიტუაციის ესკალაციას, ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენი სურვილია. ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რამოდენიმე დაქირავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პიროვნება, რომლებსაც ეტაპობრივად აქ აგზავნიან და ცდილობენ, რაიმე სახით ჩვენი პროვოცირება მოახდინონ. ჩვენ აქ ვართ მშვიდობისთვის და არა ძალადობისთვის. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან რაიმე სახის სიტუაციის ესკალაციის მცდელობა არ იქნება“, – განაცხადა შალვა კუჭუხიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...
ირაკლი ხელაძე – როგორც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა სიკეთეს ამ ქვეყნისთვის, იმავე წარმატებით უშავებდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს
თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ხელაძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა....
გურამ მაჭარაშვილი – არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს, საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ
არასამთავრობო სექტორი 20 წელია, არსებობს და საქართველო – სამი ათასი წელი, ამიტომ თავიანთი მუქარა თუ ტონი თავისთვის შეინახონ, – ამის...