კახა კალაძე – ამერიკულ და გერმანულ საარჩევნო მოდელებს შორის დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის, რომელი გაიმარჯვებს, არვიცი
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციის ცვლილების განხორციელების რესურსი დღეს არ არსებობს.
„რაც შეეხება ამერიკულ მოდელს, დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ამერიკულ და გერმანულ მოდელებს შორის. რომელი გაიმარჯვებს, არვიცი. კონსტიტუციის ცვლილების განხორციელების რესურსი დღესდღეობით არ არსებობს. ორივე დემოკრატიულია, როგორც გემანული, ასევე შერეული სისტემა“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, აჩვენენონ, თითქოს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია, რაც ასე არ არის.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის დემოკრატიული მოდელი. ნაწილი მაჟორიტარული, ნაწილი პროპორციული. ასევ, სრულად მაჟორიტარული სისტემა, დემოკრატიულია, როგორც სრულად პროპორციული ან გერმანული მოდელი“ ,- განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძის განმარტებით, საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთასხვადასხვაობაა.
„გუნდში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი, გადავიდეთ მხოლოდ მაჟორიტარულ სისტემაზე, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ამას ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გვაქვს მიღებული ცვლილებები, რომლებიც ასახულია კონსტიტუციაში და ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ მიღებულ გადაწყვეტილებას. მათი [მაჟორიტარული სისტემის მხარდამჭერი დეპუტატების] მოსაზრება იყო და ხაზს უსვამდნენ, რომ ჩატარდეს პლებისციტი, შევეკითხოთ მოსახლეობას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსახლეობა. რავიცი, ესეც შეიძლება, განხილული იყოს 2020 საპარლამენტო არჩევნების დროს ან 2021 წლის არჩევნების დროს. შეიძლება, დაესვას კითხვა მოსახლეობას“ ,- აღნიშნა კახა კალაძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მიხეილ სააკაშვილი: თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია – როგორც ადრე, თურქეთი ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას
“თურქეთს, მხარდაჭერის იმედით, საქართველოს სახელისუფლებო დელეგაცია ეწვია. მასპინძლების პასუხი იყო, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და ქართველი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ უნდა დამთავრდეს.”...
მარიამ ლაშხი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებზე: ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი – მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ გადაავლონ თვალი რა ტიპის მიტინგზე მიიღეს მათ მონაწილეობა
ნებისმიერ სუვერენულ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აქტივობა არის დიპლომატიური სკანდალის საფუძველი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ...
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე: დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები
დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები, ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე...
ირაკლი ღარიბაშვილი: ოჯახის სიწმინდის იდეამ გააერთიანა მთელი საზოგადოება – მივესალმები გუშინდელ დღეს და მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პატრიარქს ამ ძალიან მნიშვნელოვანი, ეროვნული ინიციატივისთვის
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“...
ირაკლი ღარიბაშვილი: იქ არიან აპოლიტიკური ახალგაზრდები, ჩვენი გულანთებული ახლგაზრდა თაობა, მათთან საუბარი და დიალოგი აუცილებელია
"ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ აუცილებელია დიალოგი, ვითარების დამშვიდება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო, უნდა ვესაუბროთ ახალგაზრდებს." – ამის შესახებ „ქართული...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს ძალიან ძლიერად, რომ ძლიერი შედეგი დავდოთ 26 ოქტომბრის არჩევნებზე
"დღეს კარგი შეხვედრა მქონდა რუსთავში, შევხვდით ქვემო ქართლის პარტიის აქტივს. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, მიმდინარე მოვლენებზე....