გია ვოლსკი – ოპოზიციის მიერ ეუთო-ს საარჩევნო სისტემის საკითხებში ჩართვის მცდელობა, დროის გაწელვისა და საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შენარჩუნების მცდელობაა
„ოპოზიციის მხრიდან ეუთო/ოდირის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართვის მცდელობა დროის გაწელვის, დეზინფორმაციის მიწოდების და საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შენარჩუნების მცდელობაა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებულ საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს, რომლის გადაგზავნასაც ეუთო/ოდირისთვის აპირებს.
ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციას სურს, რომ საკუთარ მხარდამჭერებში დაძაბულობის მუხტი შეინარჩუნოს. მისივე თქმით, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია არ არის ის სტრუქტურები, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს იხილავენ.
„ეუთო/ოდირი არაფერ შუაში არ არის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია აპირებს, რომ მიმართოს. ვირტუალურადაც რომ წარმოვიდგინოთ ასეთი საკითხის დასმა, ეგ იგივეა, რომ შეკითხვა დასვა: სამჯერ სამი ათია თუ არა, ან ორჯერ ორი ხუთია თუ არა. ოდირის ასეთ საკითხებში ჩართვის მცდელობა დროის გაწელვის, დეზინფორმაციის მიწოდების და საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შენარჩუნების მცდელობაა. აქ რომ იყო, ვენეციის კომისიამაც აღნიშნა, რომ ეს არ არის მისი კომპეტენცია, როდესაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო. ნებისმიერი საკითხი, სპეკულაცია, ეუთო, ვენეციის კომისია – ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოება, რომელთა შორისაც დაძაბულობის გარკვეულ მუხტს ინარჩუნებენ, არ დაიშალოს. ჩამოთვლილი სტრუქტურები არ არის ის ადგილი, სადაც ამ თემას იხილავენ. რომც დავუშვათ აბსურდი და მივიღოთ ეგ კანონი, შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლომ მეორე დღეს გააუქმოს და უფრო მძიმე კრიზისში ჩავვარდეთ, ვიდრე დღეს ვიმყოფებით. ქვეყანა არ უნდა ჩააყენო ანტიკონსტიტუციურ სიტუაციაში. ამას სერიოზულად ცუდი პროცესები მოჰყვება,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...
ირაკლი კობახიძე: აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს ვთავაზობ, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო
ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი...
ხატია დეკანოიძე: სპეცრაზმთან შეგონებით ლაპარაკს აზრი არ აქვს, არ შეიძლება მათთან კეკლუცობა და გულების წერა ფარებზე
ნუ დავეხმარებით პროპაგანდას, რომ სოცქსელები ნიღბიანების ყვავილებიანი ფარების სურათებით გადაავსოს,- ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს. „დარბევის...