რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კრემლში ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს, ალი ლარიჯანის შეხვდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ოფიციალური პირის ვიზიტის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ იყო გავრცელებული.
პარალელურად, რუსეთში ირანის ელჩის განცხადებით, განხილვის თემები მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებას, განსაკუთრებით ეკონომიკურ კავშირებს, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და საერთაშორისო საკითხებს.
მანამდე, 16 იანვარს ვლადიმერ პუტინმა ირანის პრეზიდენტ, მასუდ ფეზეშქიანთან ისლამურ რესპუბლიკაში არსებული ვითარება განიხილა. ირანის მიმართულებით აშშ-ის სამხედრო ძალების მობილიზების საპასუხოდ, თეირანმა განაცხადა, რომ მზადაა, უპასუხოს შეერთებული შტატების ნებისმიერ თავდასხმას.

