გია ვოლსკი – მე ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ პროპორციული არჩევნები ქვეყნისთვის გამოსავალია
ვფიქრობ, რომ პროპორციული არჩევნები მაინც გამოსავალია ქვეყნისთვის, მაგრამ საგანგებო მნიშვნელობა შეიძინა უმრავლესობის შენარჩუნებამ, ვინაიდან ქვეყანა არ წასულიყო დაშლისკენ და არ შექმნილიყო ის კრიზისი, რომელსაც უნდა ვერიდოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დესტრუქციული განცხადებები და ქმედებები ოპოზიციამ 24 ივნისიდან დაიწყო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული არჩევნების შესახებ თანხმობა განაცხადა.
„დესტრუქციული ქმედებების კულმინაციამ მიაღწია იმ დროს, როცა ჩვენ ვიხილავდით მათ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. ყველამ იცოდა, რომ ამის შემდეგ უნდა განხილულიყო პროექტი, რომელსაც უმრავლესობა წარმოადგენდა. მაშინ მე არათუ ეჭვი გამიჩნდა, არამედ მნიშვნელოვანწილად დავეთანხმე იმ კოლეგებს და მეგობრებს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ამ ადამიანებთან, ამ პოლიტიკურ ძალებთან კოალიციური პასუხისმგებლობის აღება ქვეყნის სტაბილურობას დააზიანებდა. მე ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ პროპორციული არჩევნები ქვეყნისთვის გამოსავალია,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, უხერხულობა არსებობს, პარლამენტი პოლიციით რომაა გარშემორტყმული.
„აქ ჟურნალისტებმა მკითხეს, გიქმნით თუ არა უხერხულობას ის, რომ პოლიციით არის გარშემორტყმული საკანონმდებლო ორგანოო. რასაკვირველია, ეს უხერხულობა არსებობს, მაგრამ ეს არის ნამცეცი იმ უხერხულობასთან, რომელიც შეიძლება შეექმნას სახელმწიფოს, თუკი მუშაობას არ გავაგრძელებთ ჩვენ და სახელმწიფო სტრუქტურები.
კიდევ ერთ თემას შევეხები, ბიუროსთან მოსვლის თემები იყო დღის წესრიგში. ჩემი ბიუროს კუთხეში, 2004 წელს, 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს იმის გამო, რომ არ დაემორჩილა პირველი შეძახილისთანავე პოლიციას და მეორე კუთხეში საკონტროლო გასროლით მოკლეს. ეს მინდა შევახსენო ახალგაზრდებს,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვატო შაქარიშვილი: სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. მათი ოფიციალური პირები მონაწილეობენ არჩეული ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ჩანაცვლების მცდელობაში
სახეზეა უცხო ქვეყნების მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა!!! მეტი რა უნდა მოხდეს?! ორი დღეა სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური პირები დგანან რევოლუციური...
მამუკა მდინარაძე: მოვითხოვ, თუ სანქციების მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ. ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის მიღების გამო დასანქცირდა
ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ!-...
დავით ზილფიმიანი მიხაელ როთზე: მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა გრძნობები და მრწამსი
მინდა უმძაფრესი აღშფოთება გამოვთქვა ჩვენი გერმანელი პოლიტიკოსი სტუმრის ქმედებისა და სიტყვების გამო, რომელმაც თავს უფლება მისცა ასე თავხედურად შეურაცხეყო მასპინძელთა...
რატი იონათამიშვილი: უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო – დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა რამდენიმე ლოკაციაზე უნდა შეკრებილიყვნენ
უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო - დიდი პანიკაა „ნაცებში“. გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი და მიჰყავთ რუსთაველზე, არადა...
მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით
„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის...
სოზარ სუბარი: ოპოზიცია ისედაც არ შემოდიოდა სამართლებრივ დებატებში და მათი იქ არყოფნა ვერაფერს დააკლებს პარლამენტის მუშაობას
"ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გამოცხადებულ საპარლამენტო ბოიკოტს. სუბარის თქმით, ოპოზიცია აქამდეც სამართლებრივ დებატებში...