ხუთშაბათი, აგვისტო 13, 2026

მალხაზ მაჩალიკაშვილი-მე ამათ ცხვირიდან ძმარს ვადენ, თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა

თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ისინი 2020 წელს არჩევნებს ვერ მოიგებენ, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშილმა EMC-ის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების გამოკითხვის ოქმებს გაეცნო, რომელიც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ გაასაჯაროა.

როგორც მაჩალიკაშვილი აცხადებს, თემირლან მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული სპეცოპერაცია პანკისის ხეობის მცხოვრებლების პროვოკაციაზე წამოგებისკენ იყო მიმართული. ამასთან, მან მისი შვილის საქმის გამოძიებაში არსებულ დარღვევებზე და საქმის ფაბრიკაციაზე ისაუბრა.

„ხელყუმბარა არის შემოტანილი. ის პირველად მე ვნახე. 3-საათიანი ტყვეობის შემდეგ შემიყვანეს იმ ოთახში, სადაც თემირლანი მოკლეს, ხელყუმბარა მე ვნახე. მათ დავუსვი ეს კითხვა, დასისხლიანებული იყო ტელეფონი, დასისხლიანებული იყო ლოგინი, თემირლანის ყურსასმენები. ხელყუმბარას, რომელიც თემირლანს ეჭირა, რატომ არ ემჩნეოდა თუნდაც, ერთი წვეთი სისხლი? თემირლანი დაჭრილი არ იყო, ის დახვრეტილია. მასზე ისეთი იარაღი გამოიყენეს, რომელიც ნადირზეც აკრძალულია. ამიტომაც ჩაუტარეს თემირლანს ოპერაცია და ის ნამსხვრევები თავიდან იმიტომ ამოუწმინდეს, რომ არ დადგენილიყო, რომელი იარაღი იყო გამოყენებული.

როგორც კი სტრასბურგმა ამ საქმის დამუშავება დაიწყო, ამოძრავდნენ. ვითომ, აზრზე მოდიან და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. თემირლანის საქმე დღევანდელ ხელისუფლებას არ შერჩება. თუ სახელმწიფომ დანაშაული არ აღიარა, მე ამათ 2020 წელს ცხვირიდან ძმარს ვადენ. ამას ვიტყვი ხმამაღლა. დღევანდელ ხელისუფლებას, ივანიშვილიდან დაწყებული, ყველათი დამთავრებული, ცხვირიდან ძმარს ვადენ! ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, გავანადგურებ, ყველას გავანადგურებ. განადგურება იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ხვიჩა კვარაცხელია – სეზონის ტიტულით დაწყება ძალიან სასიამოვნოა

ხვიჩა კვარაცხელიამ „ასტონ ვილასთან“ ევროპის სუპერთასის ფინალში მოპოვებული გამარჯვების შესახებ ისაუბრა. ზალცბურგში გამართულ შეხვედრაში ქართველმა ვარსკვლავმა ანგარიში გახსნა და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.„მართლაც რთული თამაში იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ „ასტონ ვილასთან“ გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. ძალიან სასიამოვნოა სეზონის ტიტულით დაწყება. ბოლო ერთ წელში მეექვსე ტიტულის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ლუის ენრიკეს სამწვრთნელო შტაბთან ერთად წარმატების მიღწევა ბევრად მარტივია, რადგან ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ“, – განაცხადა კვარაცხელიამ.აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ სეზონი ევროპის სუპერთასის მოგებით ზედიზედ მეორედ დაიწყო და ისტორიაში მხოლოდ მესამე გუნდი გახდა, რომელმაც ამ ჯილდოს მოპოვება მიჯრით შეძლო. 2025 წელს პარიზულმა გუნდმა „ტოტენჰემი“ დაამარცხა.„პარი სენ-ჟერმენი“ 16 აგვიტოს მორიგი ტიტულის მოპოვებას შეეცდება – ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის სუპერთასისთვის „ლანსს“ დაუპირისპირდება.

დაღუპულია 4 ადამიანი – გომის მთაზე მომხდარი მძიმე ავარიის ახალი დეტალები

გომის მთის გზაზე მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. სამგზავრო მიკროავტობუსი რომელიც გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით მიდიოდა, გზიდან გადავარდა. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსს გომის მთიდან ოზურგეთის მიმართულებით ტურისტები გადაჰყავდა.ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

სად ჯარიმდებიან ქართველი მძღოლები ყველაზე ხშირად – შსს-ს სტატისტიკა

საქართველოს გზებზე მოძრაობის წესების დარღვევისთვის ყოველწლიურად საშუალოდ, 3.3 მილიონი ვიდეოჯარიმა იწერება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2026 წლის 3 თვეში (იანვარ-მარტი) უკვე გამოწერილია 927 189 ვიდეოჯარიმა, საიდანაც 46.5% დედაქალაქზე მოდის.საქართველოში ვიდეოჯარიმები სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო იწერება, მათ შორისაა: სიჩქარის გადაჭარბება, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (კამერები ავტომატურად ამოწმებენ ბაზაში, აქვს თუ არა ავტომობილს გავლილი სავალდებულო ტექდათვალიერება), შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა, „ბასლაინში“ ავტომობილით მოძრაობაზე და ა.შ.აღსანიშნავია, რომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებს შორის სიჩქარის ლიმიტის დარღვევა დაფიქსირებული ვიდეოჯარიმების რაოდენობით ყოველწლიურად ლიდერობს. მაგალითად, წელს 3 თვეში 15კმ-საათზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებაზე თითქმის 531 ათასი ჯარიმა გამოიწერა. ეს კი გამოწერილი ვიდეოჯარიმების 57%-ზე მეტია.რაც შეეხება კონკრეტულად რეგიონებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა დედაქალაქშია გამოწერილი, მას მოსდევს იმერეთი, სამეულშია აჭარა.„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის ვიდეოჯარიმა გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში საქართველოს რეგიონების მიხედვით: (ცნობისთვის, ამ ეტაპზე შსს-ს მიერ გამოქვეყნებულია მხოლოდ პირველი კვარტლის ოფიციალური სტატისტიკა)თბილისი - 431 866 იმერეთი - 143 486 აჭარა - 129 289 შიდა ქართლი - 48 943 ქვემო ქართლი - 44 069 სამეგრელო-ზემო სვანეთი - 43 313 გურია - 33 717 კახეთი - 20 739 სამცხე-ჯავახეთი - 19 160 მცხეთა-მთიანეთი - 12 577 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33ამავე საანგარიშო პერიოდში, ვიდეოჯარიმებზე დარიცხული თანხის მოცულობამ 616.2 მილიონ ლარს გადააჭარბაშეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომლის ერთ-ერთი მთავარ მიმართულებად გზებზე სიჩქარის გადაჭარბების შემცირება სახელდება. სტრატეგიის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მთავრობა გეგმავს ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლებისთვის მართვის მოწმობით მინიჭებული ქულების შემცირების სისტემის დანერგვას.

10 ნიშანი იმისა, რომ შესაძლოა ინსულინ-რეზისტენტული იყოთ

ექიმი გიორგი ღოღობერიძე მნიშვნელოვან რჩევას გვიზიარებს, რომელიც ინსულინზე რეზისტენტულობას ეხება.„10 ნიშანი, რომ ბევრ ნახშირწყალს იღებთ და შეიძლება იყოთ ინსულინზე რეზისტენტული.1. კანის გამუქება სხვადასხვა ადგილებში, სადაც ხახუნი მეტია. კისრის, იღლიების, იდაყვების და მუხლების არეში. ეს ყველაზე ადრეული და მკაფიო ნიშანია იმისა, რომ თქვენი ორგანიზმი დახმარებას საჭიროებს.2. კიდევ ერთი ნიშანია, იღლიების, კისრის არეში გაჩენილი რბილი, პაპილომების მსგავსი წანაზარდები. როდესაც ინსულინი მეტია, კანზე წანაზარდები მეტია.3. მუცლის არეში სიმსუქნე. საქართველოში ამას ღიპს ეძახიან. აუცილებელია ამ დროს ექიმის დახმარება, რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო არ გაგირთულდეთ. როდესაც ინსულინი ბევრია, მაშინ ცხიმის წვა არ ხდება და პირიქით გროვდება.4. სახის შეშუპება. როდესაც ინსულინი ბევრია, სწორედ ამ დროს იჩენს თავს ეს სიმპტომი.5. აკნე და ცხიმიანი კანი. ეს სიმპტომები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ჭარბ ინსულინთან.6. იწყება თმის ცვენა, ან პირიქით ჭარბთმიანობა.7. ჭრილობის ნელი შეხორცება. გაიჭერით თითი და მალე არ ხორცდება. ის ნიშანია იმისა, რომ სხეულში ბევრი გლუკოზაა.8. წითელი წერტილები კანზე. მანიშნებელია იმისა, რომ იწყება ახალი სისხლძარღვების ფორმირება.9. შეშუპებული კოჭები. ჭარბი ინსულინის გამო, წყალი ქვედა კიდურებში იწყებს დაგროვებას.10. თვალბუდეების შეშუპება.ეს არის სწორედ ის ათი ნიშანი, რომელიც მანიშნებელია იმისა, რომ შესაძლოა თქვენ იყოთ ინსულინზე რეზისტენტული“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ირაკლი კობახიძე – ანწუხელიძის წამება და მკვლელობა ახალი მომხდარი იყო და სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელგაშლილი ესაუბრებოდნენ რუს ტურისტებს და ბიზნესმენებს

მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს, მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე, ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.მისივე თქმით, მაშინ კონკრეტული ადამიანები გამოდიოდნენ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს და დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში.„მთელი არსი უცხოელი აგენტების არის ის, რომ უცხოელ აგენტს რასაც ავალებენ, იმას აკეთებს. და მაშინ სააკაშვილს დავალებული ჰქონდა რუსებისთვის კარის გაღება, რუსი ტურისტებისთვის კარის გაღება, რომ დახვედროდა მათ ლარსის გამშვებ პუნქტზე და ა.შ. ეს იყო დავალება, ეს იყო მაშინ „დიფ სთეითის“ ხაზი. ერთ-ერთი მიზანი რა იყო – აგენტურა ჰყავდათ ხელისუფლებაში, მაშინ ისედაც უამრავი პრობლემა იყო 2008 წლის ომის შემდეგ, 2009 წლის ეკონომიკური ვარდნა და ა.შ. და მაშინ პატრონების ინტერესებში იყო, რომ აქაურ აგენტურას დამატებითი ეკონომიკური პრობლემები არ შეჰქმნოდა. აქედან გამომდინარე, მისცეს მარტივი დირექტივა, რომ სააკაშვილი უნდა დახვედროდა რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს ლარსის გამშვებ პუნქტზე. ახლა აქვთ განსხვავებული დავალება, იმიტომ რომ ახლა პირიქით, „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, უცხოური აგენტურა გამოიყენოს საქართველოსთვის ეკონომიკური ზიანის მისაყენებლად. მაშინ იყო საპირისპირო ინტერესი, საპირისპირო მიზანი. „დიფ სთეითს“ უნდოდა, რომ არ შეჰქმნოდა დამატებითი ეკონომიკური სირთულეები მის აგენტურას, როცა ის იყო ხელისუფლებაში, ახლა „დიფ სთეითის“ ინტერესებშია, რომ საქართველოს შეექმნას თუნდაც მცირე ეკონომიკური სირთულეები. ამიტომ მაშინ მიიღო სხვა დავალება აგენტურამ და დღეს მიიღო სხვა.სააკაშვილი მიესალმებოდა 2009-2010-2011 წლებში რუს ტურისტებს, როცა ერთი, ორი და სამი წლის მომხდარი იყო აგვისტოს ომი. როდესაც ახალი დაღუპულები იყვნენ ჩვენი სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 30 000 ადამიანს დაატოვებინეს სახლ-კარი. ახალი მომხდარი იყო ეს ყველაფერი და ანწუხელიძის წამება და მკვლელობაც ახალი მომხდარი იყო და მაშინ ხელგაშლილი ესაუბრებოდა რუსებს, რუს ტურისტებს, ბიზნესმენებს სააკაშვილი და მერაბიშვილი. თქვენ იცით, ვინ არიან დღეს დანიშნული მთავარ რუსოფობებად გარედან უცხოურ აგენტურაში, ეს არის ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე ფორმულას დამფუძნებელი და მაშინ ეს ადამიანები გამოდიოდნენ პირდაპირ ტექსტებით იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი იყო რუსი ტურისტი, რუსული ფული საქართველოში, მიესალმებოდნენ ამ ყველაფერს. დღეს ეს ადამიანები არიან დანიშნულები მთავარ რუსოფობებად საქართველოში. ერთ-ერთი მათგანი, ფორმულას დამფუძნებელი რუსებზე ყიდის ბინას და თან რუსოფობად არის დანიშნული. ამ ყველაფრიდან ხომ ჩანს, რომ სინამდვილეში ესენი არიან უცხოელი აგენტები, რასაც დაავალებენ გარე ინტერესების მიხედვით, იმას გააკეთებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ბოლო სიახლეები