ორშაბათი, თებერვალი 16, 2026

კახა კალაძე – მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ჭიათურაში მაღაროელებს მუშაობა – მთავარია, რომ შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია

მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ჭიათურაში მაღაროელებს მუშაობა, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კომპანიასა და გაფიცულ მაღაროელებს შორის მოლაპარაკებების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.
 
„რამდენიმე დღის წინ ჭიათურაში მაღაროელები იყვნენ გაფიცულები. ჩვენ, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ მდივანს ირაკლი ღარიბაშვილს, ამ ადამიანებთან შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ვიცოდით მათი მოთხოვნების შესახებ, გვითხრეს ასევე თავიანთი გასაჭირის და იმ პრობლემების შესახებ, რაც მათ აწუხებდათ. როგორც იცით, გუშინწინ მათი პრობლემა გადაწყდა, მოხდა ურთიერთშეთანხმება. მინდა, ცენტრალურ ხელისუფლებას და კონკრეტულად იმ მინისტრებს, რომლებიც ადგილზე იყვნენ ჩასული, მადლობა გადავუხდადო. მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ამ ადამიანებს მუშაობა, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია და მოგვარებული იქნება მომდევნო წლების განმავლობაში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი სოციალური ქსელის რამდენიმე კომპანიისგან ითხოვს იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებიც ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ტექნოლოგიური კომპანიებისგან, როგორიცაა Google, Meta, Reddit და Discord იმ პირთა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს, რომლებიც სოციალური ქსელებში ანონიმურობის დაცვით მოქმედებენ, ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს ან საგანგებოდ შექმნილი აპლიკაციის საშუალებით თვალყურს ადევნებენ საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრების გადაადგილებას და ამ ინფორმაციას ასაჯაროებენ.როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, უწყებას ასობით პირის შესახებ აქვს ინფორმაცია გამოთხოვილი და სურს, წვდომა მოიპოვოს პირთა ვინაობის, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პირადი ინფორმაციის შესახებ.აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური კომპანიების ნებაზეა დამოკიდებული, გასცემენ თუ არა ამ ინფორმაციას. ზოგიერთ შემთხვევაში, კომპანიებმა თავიანთ მომხმარებლებს აცნობეს, რომ მათზე ინფორმაციას ითხოვს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი. კომპანიებმა მომხმარებლებს 10-14-დღიანი ვადა მისცეს სურვილის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის სასამართლოში გასასაჩივრებლად.მომხმარებელთა უფლებებს სამოქალაქო თავისუფლების ამერიკული კავშირი იცავს, რომლის ცნობით, ხელისუფლება მოქალაქეთა სიტყვის თავისუფლებას არღვევს.ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის მიღება საიმიგრაციო აგენტების დასაცავად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება.აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ასეთი განაცხადი უწყებამ უკან გაიწვია, მას შემდეგ, რაც ის სასამართლოში გაასაჩივრეს.

ირაკლი კობახიძე – ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში

ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი რამის დაზუსტება იყო მნიშვნელოვანი  და აუცილებელი.„კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ხვრელების პოვნას არსებულ კანონმდებლობაში და ასეთი გზით, საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ქვეყნის გარედან საქართველოში პოლიტიკა არ უნდა ფინანსდებოდეს და ზუსტად ამ იდეას ემსახურება იმ კანონპროექტების პაკეტი, რომელიც დაინიცირდა პარლამენტში და რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ ყაველაშვილი 17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვა

მიხეილ ყაველაშვილი 17 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა.ამ დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხებს არ განიხილავენ, რადგან რეგლამენტის მიხედვით, ეს დაუშვებელია.ყაველაშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ ფრაქციების თავმჯდომარეები სიტყვით გამოვლენ.ყაველაშვილს დასკვნითი სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა ექნება, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხურება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს 18 თებერვალს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს 18 თებერვალს, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. თემა მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხებია. მოსმენა 12:00 საათზე დაიწყება.ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ვიდეო მიმართვაში მიგრაციასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.ირაკლი კობახიძის თქმით, უცხოელების შრომითი საქმიანობა 1-ელი მარტიდან მნიშვნელოვნად იზღუდება.მისივე განმარტებით, გასულ წელს იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი გააძევეს, ვიდრე 10 წელში ჯამურად.„საქართველო სრულად გათავისუფლდება არალეგალი მიგრანტებისგან“, - განაცხადა კობახიძემ.

მარკო რუბიომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და სირიელი ქურთების სამხედრო მეთაურთან შეხვედრა გამართა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასაად ალ-შაიბანისთან და სირიელი ქურთების სამხედრო მეთაურთან, მაზლუმ აბდისთან ერთობლივი შეხვედრა გამართა.შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.„ჩვენ შევხვდით სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს და ქურთების სახელით გენერალ მაზლუმს. ეს იყო ისტორიული შეხვედრა. არავის გაუპროტესტებია ის ფაქტი, რომ სირიის გამოწვევა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა“, – აღნიშნა მარკო რუბიომ.რუბიომ ისაუბრა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისა და ინტეგრაციის შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობაზე. მარკო მიესალმა სირიის მთავრობის ერთგულებას შეერთებულ შტატებთან სრული თანამშრომლობის მიმართ.სირიის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარამ, რომლის ძალებმაც 2024 წლის ბოლოს დაამხეს ბაშარ ალ-ასადი, პირობა დადო, რომ მთელ სირიას სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარებდა, მათ შორის ჩრდილო-აღმოსავლეთში „სირიის დემოკრატიული ძალების“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს.

ბოლო სიახლეები