ზურაბ ჯაფარიძე: ამ ქვეყანაში სექსმუშაკებზე თავდასხმა ადვილია, რადგან მათი დამცველები არ არსებობენ
ახალი პოლიტიკურ ცენტრის “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კანაფთან დაკავშირებით მათ შეძლეს ის, რომ დღეს მის მოხმარებაზე წარმოდგენები შეცვალეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მცდელობების გამო მათ არაერთი ხმა დაკარგეს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, “გირჩის” მიზანი მნიშვნელოვან საკითხებზე დისკუსიის დაწყებაა, რომლის შესახებაც დროთა განმავლობაში ადამიანებში, საზოგადოებრივი აზრი უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა გადაცემა “იმედი LIVE”-ს ეთერში თქვა.
“გირჩი” ისეთი ხალხი ვართ, რომ ხმების გამო უკან არ ვიხევთ და გვგონია რომ გრძელვადიან პერსპექტივაში სწორედ ეს არის კარგი თამაში”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. ჯაფარიძე ამბობს, რომ 2016 წელს როცა დაიწყეს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განცხადებების კეთება, მაშინ უფრო მეტი ფიქრობდა რომ ადამიანი კანაფის მოხმარებისთვის უნდა დასჯილიყო, დღეს კი ჯაფარიძის თქმით, წინასაარჩევნოდ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, დაახლოებით 100-დან 99 უკვე ამბობს, რომ კანაფის მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა ხვდებოდეს.
რაც შეეხება პროსტიტუციის ლეგალიზებას, ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ეს ჩვეულებრივი პროფესიაა, “პატიოსანი შრომა”.
“ასე მგონია, რომ სექსს ვინც ყიდულობს ის უფრო მეტია საქართველოში, ვიდრე კანაფის მომხმარებელი”, – თქვა ჯაფარიძემ წამყვანის შეკითხვის პასუხად თუ რომელი უფრო მეტია საქართველოში.
“მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს არის ორ ადამიანს შორის შეთანხმება, ადამიანები სექსით კავდებიან და ეს შეიძლება გააკეთონ ფულის გამოც, ისინი არ ძალადობენ ერთმანეთზე, შესაბამისად არც მე, არც თქვენ და არც პოლიციას და არც ხელისუფლებას უფლება არ აქვს ჩაერიოს ამ საქმიანობაში.
ეს ადამიანები, რომლებიც ამ სერვისს ჰყიდიან სტიგმატიზებულები არიან, მათზე თავდასხმა ძალიან ადვილია ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ მათი დამცველები არ არსებობენ, “ტეხავს მათი დაცვა” და შეიძლება რახან ჩვენ მათ ვიცავთ ამით ხმებს ვკარგავთ”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
რაც შეეხება შუალედური არჩევნებისთვის მზადებას, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ისინი აქტიურად ხვდებიან მთაწმინდის ოლქში მოქალაქეებს.
“ეს ხალხი რამდენად გულწრფელია როცა გვეუბნება, რომ გირჩს დაუჭერენ მხარს, არ ვიცი”, – თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები კიდევ ერთხელ იტყუებიან, თითქოს ფიზიკურ პირებს უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ სუბიექტად დარეგისტრირება ევალებათ – კანონი ამას არც ითვალისწინებდა და არც ახლა ითვალისწინებს! არა დეზინფორმაციას!
ოჯახის სიწმინდის დღის და ხალხის ამ ბუნებრივი ძალის გადაფარვა ვერ შეძლეს რადიკალმა ოპოზიციონერებმა და გამჭვირვალობის კანონზე მორიგი სპეკულაცია წამოიწყეს, თითქოს...
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი – მიხეილ სარჯველაძე
სალომე ზურაბიშვილმა უღალატა იმ იდეას, რითაც ის გახდა საქართველოს პრეზიდენტი. ის უნდა ყოფილიყო ზეპარტიული, არ უნდა ყოფილიყო მიკერძოებული რომელიმე მხარის...
კახა კალაძე: მოგვიწოდებდნენ სააკაშვილი გამოუშვითო, სანქციებს მიუერთდითო – მაშინ რომ ჩვენ არასწორი ნაბიჯი გადაგვედგა, დღეს ქვეყანაში გვექნებოდა უბედურება და ჯოჯოხეთი
"წარმოგიდგენიათ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტის უმრავლესობის წევრები იღებენ თავის ქვეყანაში კანონს და ვიღაც სხვა ქვეყნიდან გვიშლის, რატომ იღებთ...