შაბათი, ივნისი 14, 2025

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

21 დაღუპული, ორი დაკარგული, ათასობით დაზარალებული – 13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა. ბოლო პერიოდის უპრეცედენტო მასშტაბის სტიქიამ ​დედაქალაქსა და მის შემოგარენში საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

მთლიანად დაიტბორა „მზიური” და ზოოპარკი, სადაც დაიღუპა სამი თანამშრომელი და დაიხოცა ბინადართა დიდი ნაწილი. სვანიძის ქუჩაზე კი წყალმოვარდნის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 24 ოჯახი. მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე სტიქიამ 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2015 წელს მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია. ტრაგედიასთან ერთად, ეს დღე ერთიანობისა და სოლიდარობის სიმბოლოდაც იქცა. მოხალისეებმა სტიქიის შედეგებთან გამკლავება ერთიანი ძალებით დაიწყეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა

14 ივნისს სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში რუსეთმა უკრაინას კიდევ 1200 ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.ამის შესახებ სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბში განაცხადეს.უკრაინაში აცხადებენ, რომ უახლოეს დროში ექსპერტიზა ჩაინიშნება, რათა დადგინდეს, რომ ნამდვილად უკრაინის მოქალაქეთა ცხედრებია.უკრაინამ დახმარებისთვის მადლობა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტს გადაუხადა.ამავე დროს რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინულ მხარეს რუსეთისთვის დღეს არცერთი ცხედარი არ გადაუცია.

ნიკოლ ფაშინიანი – ერევანი გმობს ირანზე ისრაელის თავდასხმას

ერევანი ირანზე გმობს ისრაელის თავდასხმას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჩეხეთში მიმდინარე GLOBSEC 2025-ის ფორუმზე განაცხადა.ფაშინიანის თქმით, ეჭვქვეშ დგება რეგიონის მყიფე სტაბილურობა.„ეს ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს რეგიონში მყიფე სტაბილურობას და ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ“, – თქვა ფაშინიანმა.ამასთან, განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.„ირანზე ცალმხრივი თავდასხმა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის წინ, რაც საფრთხეს უქმნის სამშვიდობო ძალისხმევას, ასევე რეგიონულ სტაბილურობას და გლობალურ მშვიდობას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში. 

თითქმის 4000 ადამიანია ევაკუირებული… – დუბაიში, 67 სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა

დუბაიში, 67 სართულიან ცათამბრჯენში ხანძარი გაჩნდა - შენობიდან თითქმის 4000 ადამიანია ევაკუირებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.მაშველებმა ევაკუაცია ოპერატიულად განახორციელეს და აცხადებენ, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მაცხოვრებლებს საფრთხე აღარ ემუქრებათ.მედიის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას ექვსი საათი დასჭირდა. მაშველებმა 764 ბინიდან 3 820 ადამიანი გაიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, საერთო ჯამში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ცხრა მეცნიერისა და ექსპერტის ლიკვიდაცია განახორციელეს

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ, საერთო ჯამში, ირანის ბირთვულ პროგრამაზე მომუშავე ცხრა მეცნიერისა და ექსპერტის ლიკვიდაცია განახორციელეს.მათივე ინფორმაციით, მათ შორის არიან ექსპერტები მექანიკის, ფიზიკისა და მასალების ინჟინერიაში.მეცნიერების დაღუპვას ადასტურებენ ირანშიც. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული იყო ექვსი მეცნიერი.

დავით მათიკაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა – პოლიციამ ის დღეს დილით, სახლთან დააკავა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის, დავით მათიკაშვილისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ალექსანდრე სამხარაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, ის სამართალდამცავებმა დღეს დილით, სახლთან დააკავეს.სამხარაძეს სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ის ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.მოქალაქის დაკავებას ადასტურებენ და მიზეზებს განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.„თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე წლის 13 ივნისს, ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს.ალექსანდრე სამხარაძე გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში, ადმინისტრაციული პატიმრობის აღსრულების მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები