ხუთშაბათი, მაისი 14, 2026

36 წლის ქართველ კარდიოქირურგს 2500-ზე მეტი ბავშვისთვის აქვს სიცოცხლე ნაჩუქარი

36 წლის ქართველ კარდიოქირურგს 2500-ზე მეტი ბავშვისთვის აქვს სიცოცხლე ნაჩუქარი. თორნიკე სოლოღაშვილი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა კარდიოქირურგია.

მას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების ორდენი აქვს მინიჭებული. ექიმის თქმით, განსაკუთრებით რთული შემთხვევები, რომლებზეც უმუშავია, ყოველთვის მის მეხსიერებაში რჩება.

“ძალიან კარგად მახსოვს ჩემ მიერ ჩატარებული გულის გადანერგვის პირველი ოპერაცია. ეს დაუვიწყარი ემოციაა, მიუხედავად იმისა, რომ გულის გადანერგვა არ არის ყველაზე რთული ოპერაცია, რაც გამიკეთებია. ემოციური თვალსაზრისით კი ეს პროცედურის ერთ-ერთი პიკია, რაც ექიმმა შეიძლება კარიერაში გააკეთოს”, – ამბობს ქართველი კარდიოქირურგი.

ექიმის თქმით, კარდიოქირურგიაში ოპერაციის დრო ლიმიტირებულია, “რადგან გვიწევს გულის გაჩერება”. “როდესაც გულში კონსტრუქციას ვაკეთებთ, უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ ამუშავდება შემდეგ ეს ყველაფერი. ყოველთვის ემოციურია ის მომენტი, როდესაც გულს ვაჩერებთ და შემდეგ გული თავიდან იწყებს ამუშავებას, პირველი იმპულსი როდესაც ჩნდება, პირველი შეკუმშვა, პირველი სიგნალი, როდესაც სიცოცხლე იწყებს დაბრუნებას. მეორე მნიშვნელოვანი ეტაპია, როდესაც ბავშვი იღვიძებს და მის მზერას შეხედავ. ყოველთვის სათუოა ბავშვის ნევროლოგიური სტატუსი – გაიღვიძებს თუ არა. ჩვენ შეიძლება კარგად ჩავატაროთ და აღვადგინოთ მისი დეფექტები, მაგრამ შეიძლება თავის ტვინი დაზიანდეს და არ გაიღვიძოს. ამიტომ ძალიან გასახარია, როდესაც ბავშვი იღვიძებს”, – ამბობს კარდიოქირურგი თორნიკე სოლოღაშვილი.

 

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სი ძინპინი – ჩინეთსა და აშშ-ს შორის საერთო ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებები, ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და პეკინი პარტნიორები იყვნენ და არა მეტოქეები.„ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის საერთო ინტერესები უფრო მეტია, ვიდრე განსხვავებები და თითოეული ქვეყნის წარმატება მეორისთვის შესაძლებლობას წარმოადგენს. ჩინეთ-აშშ-ის სტაბილური ურთიერთობა მთელ მსოფლიოს სარგებელს მოუტანს. თანამშრომლობისას ორივე მხარე იგებს, დაპირისპირებისას კი ორივე წაგებული რჩება. ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები“,- განაცხადა სი ძინპინმა.ჩინეთის ლიდერმა ასევე განმარტა, რომ ტაივანის საკითხი აშშ-ჩინეთს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია. მისი თქმით, ეს საკითხი თუ სწორად მოგვარდა, ორმხრივი ურთიერთობები სტაბილური დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ორი ქვეყანა შეიძლება, შეეჯახოს ერთმანეთს ან კონფლიქტიც კი წარმოიშვას“.სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას სი ძინპინმა აღნიშნა, რომ სავაჭრო ომში გამარჯვებული არ არსებობს.„მინდა, პრეზიდენტთან აზრები გავცვალო ორივე ქვეყნისა და მსოფლიოს მნიშვნელოვან საკითხებზე, ერთად ვმართოთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების უზარმაზარი გემი. დაე, 2026 წელი გახდეს ისტორიული და გამორჩეული წელი ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში – წელი, რომელიც წარსულს გააგრძელებს და ახალ თავს გახსნის“, – განაცხადა სი ძინპინმა.

დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მიმართა – ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს, თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია,...

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები უკვე დაიწყო. ამ წუთებში ტრამპი ჩინელ კოლეგასთან, სი ძინპინთან მართავს მოლაპარაკებებს.შეხვედრას შეერთებული შტატების მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმსონ გრირი ესწრებიან.დონალდ ტრამპმა დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების დაწყებამდე სი ძინპინს მეგობარი უწოდა და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ისეთი კარგი, როგორც ახლა იქნება.„არიან ისეთები, ვინც ამბობს, რომ ეს შესაძლოა, ყველა დროის ყველაზე დიდი სამიტი იყოს. თქვენ დიდი ლიდერი ხართ, პატივია თქვენთან ყოფნა, პატივია, თქვენი მეგობარი ვიყო“, – უთხრა დონალდ ტრამპმა სი ძინპს.შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სი ძინპინთან ურთიერთობა ნებისმიერ წინა სახელმწიფო მეთაურთა ურთიერთობაზე გრძელვადიანი და მჭიდროა.„მე და თქვენ ერთმანეთს დიდი ხანია, ვიცნობთ. სინამდვილეში, ჩვენი ურთიერთობა ამერიკისა და ჩინეთის ნებისმიერ წინა პრეზიდენტთა ურთიერთობაზე გრძელია. ჩვენ შესანიშნავად ვთანამშრომლობდით. სირთულეებისას ყოველთვის გამოსავალს ვპოულობდით, პირდაპირ ვურეკავდით ერთმანეთს. ბევრმა არ იცის, მაგრამ პრობლემა რომ წამოიჭრებოდა, ძალიან სწრაფად ვაგვარებდით და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინ ფანტასტიური საერთო მომავალი გველოდება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გიორგი გაბუნია ევროპარლამენტისა და მოლდოვის მხრიდან ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს არის არგუმენტებისგან და ყოველგვარი ლოგიკისგან დაცლილი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი მედიის...

კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს.„ეს არის სრულიად მიუღებელი გადაწყვეტილება და სამწუხაროა, რომ დღეს ევროპარლამენტი მოქმედებს მოლდოვის დემოკრატიული სტანდარტით. ეს არის არგუმენტებისგან და ყოველგვარი ლოგიკისგან აბსოლუტურად დაცლილი გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ჩვენ ვიცით, რომ ევროპა არის დემოკრატიული გარემო, სადაც ნებისმიერ ტელევიზიას თუ ადამიანს, მიუხედავად განსხვავებული აზრისა, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი აზრი დააფიქსიროს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს - „იმედს”, „რუსთავი ორსა“ და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

კირ სტარმერი აცხადებს, რომ ლეიბორისტულ პარტიაში ლიდერის შეცვლის პროცესი თუ დაიწყება, ეს პარტიას კრიზისში ჩააგდებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პარლამენტში მინისტრებს შეხვდა. როგორც სტარმერმა აღნიშნა, ლეიბორისტულ პარტიაში ლიდერის შეცვლის პროცესი თუ დაიწყება, ეს პარტიას კრიზისში ჩააგდებს.როგორც მედია წერს, ჯანდაცვის მინისტრის, უეს სტრიტინგის მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ სტრიტინგი ხვალ მინისტრის პოსტიდან გადადგება და კირ სტარმერის წინააღმდეგ პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლას დაიწყებს.დაუნინგ სტრიტის წარმომადგენლის განმარტებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს სტრიტინგის მიმართ „სრული ნდობა“ აქვს.

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

14 მაისი - ხსენება წმინდისა კეთილმსახურისა მეფისა თამარისა. ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღეს, ეკლესია-მონასტრებში საზეიმო ღვთისმსახურება სრულდება.თამარობას საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან 1917 წლიდან აღნიშნავენ.ტროპარი: წმინდათა შორის საკვირველო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან კლდეთა ზედა მაღალთა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღვთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მხედრობანი ქრისტეს მოყვარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამხვენ სპანი აგარიანთანი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

ბოლო სიახლეები