“ვპირდები ჩვენს პოლიციელებს, დაისჯება ყველა, ვინც მათზე თავდასხმა გაბედა” – შს მინისტრმა დაშავებული პოლიციელები მოინახულა
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელები მოინახულა. როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა ის ადამიანი, ვინც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა, იქნება იდენტიფიცირებული და დასჯილი.
გახარიას ინფორმაციით, პოლიციელებმა დაზიანებები ნასროლი ქვებისგან მიიღეს. მისივე ინფორმაციით, ერთ პოლიციელს დაზიანება თავის არეში აღენიშნება.
“თითოეული ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული, ვინც გაბედა პოლიციელზე თავდასხმა და იქნება დასჯილი. ამას ვპირდები თითოეულ ჩვენს პოლიციელს და ჩვენს მოქალაქეს. საბედნიეროდ, მძიმე შემთხვევები არ გვაქვს. ერთი პოლიციელი თავის არეში არის დაზიანებული, რომელსაც ექიმები აკვირდებიან. იმედი გვაქვს აქაც სერიოზული გართულების გარეშე გამოვალთ”, – განაცხადა გახარიამ.
შს მინისტრთან ერთად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხების მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, სოზარ სუბარი.
შეგახსენებთ, რომ პანკისელები დღეს დილიდან ჰესის მშენებლობის განახლებას აპროტესტებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი და მათსა და პანკისელებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები არიან როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დააკავეს 23 წლის ძმა, რომელიც ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, რის შემდეგაც, მას დანით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა – გოგონა ადგილზე გარდაიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2001 წელს დაბადებული...
გარდაბანში ძმამ და მოკლა
გარდაბანში ძმამ და მოკლა. არსებული ინფორმაციით, ძმამ დას ცივი იარაღით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები. გარდაცვლილი ქალი 25 წლამდე ასაკის იყო. შინაგან...
ვახტანგ გომელაური: გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება – პარლამენტის ბლოკირების ან დეპუტატებისთვის შენობაში შესვლის ხელის შესვლისთვის, 4 წლამდე პატიმრობის მუხლს გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ
გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის...
აქციის დროს დაკავებული ერთ-ერთი პირის აღიარებითი ჩვენება და 1200 ლარი დავალების შესრულებისთვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ჩვენება, საკანონმდებლო ორგანოსთან, 16 აპრილს განვითარებულ მოვლენებს აღწერს. პირი, რომელიც აქციას დეტალურად იხსენებს, სამართალდამცველებმა რამდენიმე...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები – ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, მიუხედავად იმისა, რომ სრული საკანონმდებლო საფუძველი ჰქონდათ, არ გამოუყენებიათ რეზინის ტყვიები - ამის შესახებ, შინაგან საქმეთა...
რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოდან საჩივარი გამოიტანა
უსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძის განცხადებით მსჯავრდადებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან საჩივარი გამოიტანა. მიმდინარე წლის 25...