ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათეკლასელი მიწას მივაბარე…” – მევლუდ მელაძე ტრაგიკულად გარდაცვლილ შვილზე
მრბოლელ მევდულ მელაძის და ყოფილი ჟურნალისტის, სალომე გველესიანის ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. მათი 16 წლის ბიჭი თბილისთან ახლოს ავტოავარიას ემსხვერპლა. ტკივილი იმხელა იყო, ოჯახთან მიახლოებაც კი ეძნელებოდა მათი სევდის გამზიარებლებს.
“ვერც ვდებ ამ საშინელ ამბავს აქ, ვერც ვერაფერს ვწერ სალომეს და მევლუდის ტრაგედიაზე. ღმერთო, მიეცი ძალა, არ მოკვდნენ ამ დიდი განსაცდელისგან…. საშინელება მოხდა და განადგურებულები ვართ ყველა” – წერდა ამ ფაქტით შეძრწუნებული ეკა ხოფერია.
“ასე მგონია, ამ ქალაქის ყველაზე ფერადმა ნაწილმა ჩავიცვით შავი ყველაზე ციმციმა, ფოიერვერკული, კისკისა, ლამაზი, კეთილი
გოგოს ტრაგედიის გამო. ყველაზე რისკიან, გამბედავ, თავზეხელაღებულ (ერთი შეხედვით) ხალხს შეგვეშინდა.
დავიზაფრეთ.
ეს დღეები განსაკუთრებით ჩავეხუტებით შვილებს, დედმამიშვილებს, მეუღლეებს, შეყვარებულებს და არ გავუშვებთ შორს და დავღლით ყურადღებით.
მერე გავაგრძელებთ ისევ ცხოვრებას და ფერებიც დაბრუნდება. ყველასთან… გარდა…
გული გამისკდა, როგორი შავ-თეთრი იყო დღეს ყველაზე ნათელი გოგო ჩვენ შორის…” – ეს მაცაცო კევლიშვილის სიტყვებია.
ზოგადად, ძნელია ასეთ ვითარებაში მოძებნო სათანადო სიტყვა, იმიტომ რომ ამ აუხსნელ ტკივილს ვერაფერი ხსნის და აყუჩებს.
მიუხედავად ამხელა ტრაგედისაა, მევლუდ მელაძემ გამონახა ძალა და თავადაც მიუძღვნა პოსტი ამ ამბავს:
“ჩემი ნიკუშა აღარ მყავს! თავს ვერ ვპატიობ. ალბათ მისთვისაც და ყველასთვის ათასგზის
უნდა ამეხსნა, რომ უკანა სავარძელზე ჯდომა და უკიდეგანოდ სწორი გზა ვერაფერი გარანტიაა, როდესაც სიჩქარეც უკიდეგანოდ მაღალია. უნდა ამეხსნა, რომ არ არის სირცხვილი უარი თქვა სასიკვდილო თამაშებზე, უნდა მეყვირა, რომ უფროსებს გადაემალათ ავტომობილების გასაღებები თინეიჯერი ბავშვებისთვის, უნდა მებღავლა, რომ ყველა BMW პოტენციური მკვლელია და მასთან ახალგაზრდების მიკარება მათი სამიზნედ ამოღების ტოლფასია. დავაგვიანე და ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩასული მეათეკლასელი მიწას მივაბარე. მოსისხლე მტერსაც არ ვუსურვებ ამ სიმწარის გემოს გაგებას”…
თეკლა ჟვანია
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლეს
აქციის მონაწილეების ნაწილმა ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, სადაც სანთლები დაანთო. აქციის მონაწილეების ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება. აქციის მონაწილეებმა შეკრება...
მეუფე შიო: დღეს ვფიქრობთ, რა შეიძლება ჩვენ, ცოდვილებმა, მივაგოთ ამ უსაზღვრო სიყვარულისა და საშინელი მსხვერპლისთვის – პასუხს გვცემს უფალი იესო ქრისტე “თუ მე გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებები”
"მიზეზი იესო ქრისტეს საშინელი სიკვდილისა იყო მამაზეციერის უსაზღვრო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, რათა დაღუპული კაცობრიობა გადარჩენილიყო ძე ღმერთის რწმენით და მიეღო...
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...