მე ის ინგა აღარ ვარ, მაქსიმუმ 15 წელიღა დამრჩა” – ინგა გრიგოლიას ემოციურმა წერილმა ხალხი შოკში ჩააგდო
“აქტიური ცხოვრებისთვის ალბათ მაქსიმუმ 15 წელიღა დამრჩა…საკმაოდ გართულდა ცხოვრება, რაც წლები მომემატა, თუმცა უფრო მეტად შემიყვარდა ეს ჩემი ცხოვრება….
აღარ ვარ თავქარიანი, მაგრამ ჯერ ისევ გიჟი და გადარეული ვარ…აღარ მჯერა ზღაპრების, მაგრამ მჯერა ზღაპრული სიკეთეებისა და ზღაპრული სიყვარულის.. ასჯერ მეტად მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ცხოვრებამ შემახვედრა სიხარულებისა და წყენების მიუხედავად…ზოგი დავკარგე….ზოგი უფრო მეტად დავიახლოვე, მაგრამ ყველას თავისი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და ყველას მიმართ მხოლოდ სიყვარულს ვგრძნობ და მეტს არაფერს))))))
კანონზომიერება, რაც აღმოვაჩინე ისაა, რომ აღმა სვლას აუცილებლად მოსდევს ხოლმე დაცემა და დაცემას მერე ისევ აღმა სვლა…რომ სინათლეს აუცილებლად მოჰყვება ხოლმე სიბნელე და მერე ისევ კაშკაშა სინათლე …მერე ისევ სიბნელე და მერე ისევ სინათლე.
რაც დრო გადის, უფრო და უფრო მიყვარდება ჩემი ადრეული ახალგაზრდობის ფოტოები და უფრო და უფრო მძულს ჩემი ცხოვრების ერთი უმნიშვნელოვანესი ნივთი–სასწორი…უფრო მეტი და მეტი დროის გატარება მინდება ხოლმე ჩემი სახლის კედლებში, მეცამეტე სართულზე გამოკეტილს, სადაც ხუთი წლის წინ, ღამის ორ და სამ საათამდე ძალითაც ვერ შემიყვანდა ვერავინ….
მოკლედ ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი უკან მოვიტოვე..მგონი მართლა დავბერდი ამ ორომტრიალში…
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
VIDEO: რა მოხდა „ნიჭიერის“ ჩაწერაზე
ფილარმონიაში, „ნიჭიერის“ ჩაწერის დროს გადაღებული კადრები გავრცელდა. ერთ-ერთი წამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი დიდ საკონცერტო დარბაზს ტოვებს და გარბის. ჯერჯერობით უცნობია, რამ...
საპატრიარქო: უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო – ოჯახური ღირებულებები ყველასთვის არსებითია და უმნიშვნელოვანესი
უდიდესი საერთო სახალხო დღესასწაული იყო, გამორჩეული მასშტაბურობით, სიმშვიდით, ურთიერთპატივისცემით. შეიძლება ითქვას, მასში მონაწილეობა მიიღო მთელმა საქართველომ, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა,...
მამუკა მდინარაძე: დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! დიახ, დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას საქართველო და ქართველი ხალხი!
დღეს საქართველომ თავისი სათქმელი თქვა! მოლოდინი არა თუ გამართლდა, ხალხის რაოდენობამ, შემართებამ, ერთობამ, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ამის შესახებ საპარლამენტო...
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით თბილისსა და დიდ ქალაქებში მსვლელობა გაიმართა. თბილისში სამღვდელოება და მრევლი 12:00 საათზე ქაშვეთის წმინდა...
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე გარდაიცვალა
73 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ავთანდილ ჯორბენაძე 1993...
მეუფე შიო მუჯირი – ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარებმა თავისუფალ საზოგადოებაზე შეტევად შეაფასეს, ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონი აუცილებლად უნდა მივიღოთ
ჩვენი მცდელობა, დავიცვათ ბავშვები მძიმე ცოდვის პროპაგანდისგან, ევროპარლამენტარების მიერ შეფასდა, როგორ შეტევა თავისუფალ საზოგადოებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ,...