ხუთშაბათი, მაისი 8, 2025

საქართველოში აშშ-ის საელჩო საკუთარი მოქალაქეების გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო აშშ-ის მოქალაქეებს მიმართავს, რომ საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის აფეთქების საფრთხის შესახებ შეიტყო.

საელჩოს განცხადების თანახმად, საუბარია შემდეგ მოლებზე: „ისთ ფოინთის“ სავაჭრო ცენტრი – ალექსანდრე თვალჭერილიძის ქ. 2, სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი“ – შოთა რუსთაველის გამზ. 2/4. თბილისის სავაჭრო ზონა – დავით აღმაშენებლის 16.

აშშ-ის საელჩოს განცხადების მიხედვით, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისი საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, შემდგომ შეტყობინებამდე თავი შეიკავონ ამ ადგილებში გადაადგილებისგან.

საქართველოს პირველი არხი აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაუკავშირდა და მათ კომენტარს მიღებისთანავე გაავრცელებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გურამ მაჭარაშვილი – ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოელი აგენტების სიაში ჩაეწერა, ამას პრეზიდენტობის ვადის გასვლის შემდეგაც აგრძელებს

ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ სალომე ზურაბიშვილი უცხოელი აგენტების სიაში ჩაეწერა. ამას მას შემდეგაც აგრძელებს, რაც პრეზიდენტობის ვადა გაუვიდა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოება ხედავს, ქართულ სახელმწიფოს ვინ ებრძოდა და ვინ ებრძვის.„არსებობს ამოჩემების სინდრომი – ამოჩემებული აქვს და პრეზიდენტობის ვადა გაიგრძელა, ხან აღლუმის მიღებას აპირებს, ხან საქართველოს უცხოეთში წარმოდგენას. ქართული საზოგადოება ხედავს, ქართულ სახელმწიფოს ვინ ებრძოდა და ვინ ებრძვის. გასაგებია, რომ მას ნულოვანი რესურსი აქვს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ „დიფ სთეითის“ მხარდაჭერა აქვს და მისი გამოხდომებიც აქედან გამომდინარეობს. მას „ნაცმოძრაობაში“ და მის ანასხლეტებში არანაირი რესურსი არ აქვს, ისინიც კი ცუდად იხსენიებენ“, – განუცხადა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომაზე დაზარალებულ პოლიციელებს დაკითხავენ

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესზე დაზარალებულ პოლიციელებს დაკითხავენ.სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.დღევანდელ პროცესზე პროკურატურას 8 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. მათგან 5 პოლიციელია და მათ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვთ. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ამ ეპიზოდზე 40 პოლიციელია დაზარალებული.ადვოკატების განმარტებით, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პოლიციელები ვერ ამბობენ, ბრალდებულებიდან რომელიმემ განახორციელა თუ არა მათი დაზიანება.ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

VIDEO: PSG-ს პრეზიდენტმა კვარას ინტერვიუ შეაწყვეტინა… – ნახეთ, ემოციური კადრები

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ PSG-ს პრეზიდენტმა კვარას დროებით ინტერვიუ შეაწყვეტინა და ჩაეხუტა.ვიდეოს უამრავი დადებითი გამოხაურება აქვს.შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.პსჟ-მ ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 (1:0, 2:1) დაამარცხა და არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში (პირველად 2020 წელს „ბაიერნთან“ 0:1 დამარცხდა).ფინალი 31 მაისს, მიუნხენის „ალიანს არენაზე“გაიმართება, სადაც „პსჟ“ მილანის „ინტერს“ დაუპირისპირდება.ნახეთ, ვიდეო:

ბუნებრივია, ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგან მათ აღელვებთ საქართველოს ბედი – გიორგი ბარამიძე

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადება, სადაც თქვეს, რომ კონგრესის მიერ "მეგობარი აქტის" მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. "ინტერპრესნიუსს" ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ხელისუფლების ქმედებები შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან.პასუხად, "ქართულ ოცნებაში" "დიფ სთეითის" მოქმედებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში დაწყებული თემა ახლა ევროპაში გააქტიურეს. შეფასება გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც.პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივნის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ევროკავშირს აღელვებს საქართველოს ბედი და მიმდინარე პროცესებით ის შეშფოთებულია."ბუნებრივია, ევროკავშირი შეშფოთებულია, რადგან მათ აღელვებთ საქართველოს ბედი, მათ უნდათ, რომ საქართველოში იყოს ნამდვილი მშვიდობა, ცივილიზებული, დემოკრატიული,სტაბილური განვითარება, რომელსაც მოაქვს ნებისმიერი ცივილიზებული ერისთვის ის კეთილდღეობა და პროგრესი, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის", - განახადა გიორგი ბარამიძემ.

შალვა პაპუაშვილი – ევროკომისიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, ევრობიუროკრატისთვის რომ დაგვეჯერებინა და წავსულიყავით ესკალაციაზე, სანქციები დაგვეწესებინა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა

ჩვენ რომ დაგვეჯერებინა, მათ შორის ევროკომისიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, ასევე ევრობიუროკრატისთვის და დაგვეწესებინა სანქციები, დღეს ვიქნებოდით ნაომარი, დანგრეული ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.„ამ ბიუროკრატიის პრესსპიკერი დღეს მორალს უკითხავს ქართველ ხალხს. რომ დაგვეჯერებინა ბიუროკრატებისთვის ბრიუსელიდან, დაგვეწესებინა სანქციები, შემოგვეღო ვიზები, ჩაგვეკეტა ცა, წავსულიყავით ესკალაციაზე, რომ დაგვეჯერებინა ბალტიელი პოლიტიკოსებისთვის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, დღეს ვიქნებოდით ნაომარი, დანგრეული ქვეყანა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.პაპუაშვილის თქმით, გუშინ წინ ლატვიის დაზვერვის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ იქამდე, ვიდრე უკრაინაში ომია, ლატვიის უსაფრთხოება არის დაცული.„ეს ხომ არის ყველაზე ცალსახა ლუსტრაციაა იმ ამორალური პოლიტიკისა, რომელსაც ევროპის სახელით, არაევროპელი და ზოგიერთი საბჭოთა მენტალიტეტის მქონე პოლიტიკოსი აწარმოებს როგორც საქართველოს მიმართ, ისე უკრაინის მიმართაც, როდესაც ის გამოყენებულია მარიონეტად, რათა საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყონ. ასევე, შეგახსენებთ, რომ არა მხოლოდ ლატვიის დაზვერვის სამსახურის უფროსი, ლატვიის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის. თავად ლატვია, რომელიც თბილად არის ნატო-ს ქოლგის ქვეშ, საქართველოს, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, მოგვიწოდებდა, წავსულიყავით ესკალაციაზე. რომ დაგვეჯერებინა ლატვიის პრეზიდენტისთვის, სხვა პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ესკალაციისკენ მოგვიწოდებდნენ, დღეს საქართველო იქნებოდა ნაომარი. მერე გამოვიდოდნენ იგივე პოლიტიკოსები საზღვარგარეთ და იტყოდნენ რაიმე ლამაზ-ლამაზ სიტყვებს. როგორ გაქრა დედამიწის პირიდან ეს მშვენიერი ერი თავისი კულტურით და სადმე მუზეუმში გამოგვიყოფდნენ ალბათ ადგილს, რათა პატივი მიეგოთ ჩვენი კულტურისთვის და ხსოვნისთვის.იმ მომენტში, როდესაც ლატვიის პრეზიდენტი ამბობდა, დაუწესეთ სანქციებიო, ფიქრობდა იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება, ასეთ უპასუხისმგებლო მოწოდებებს ჰქონოდა?! არ ფიქრობდა. ამიტომ ეს არის ამოსავალი წერტილი, რომ ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ კიდევ ერთხელ ამის ლუსტრაცია გააკეთა, რომ ჩვენი ინტერესებით არავინ ფიქრობს დედამიწის ზურგზე, გარდა ჩვენი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლებისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები